სომხური ლიტერატურა
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
სომხური ლიტერატურა დასაბამს იღებს 406 წელს მესროპის მიერ სომხური ანბანის შექმნის დღიდან. ისაკმა, სომხეთის კათოლიკოსმა, ჩამოაყალიბა მთარგმნელთა სკოლა, რომელთა მოწაფეები გააგზავნეს ედესაში, ათენში, კონსტანტინოპოლში, ალექსანდრიაში, ანტიოქიაში, კაპადოკიაში და სხვაგან სირიული და ბერძნული კოდექსების შესაძენად მათი თარგმნის მიზნით. სირიულისგან შეიქმნა ახალი აღთქმნის პირველი ვერსია, ევსების ისტორიისა და მისი კონსტანტინეს ცხოვრების ვერსია და სხვ.
მთარგმნელობითი სამუშაოების გარდა ამ პერიოდში ორიგინალური ნაწარმოებებიც იქმნებოდა. ეზნიკ ხოლბაცმა დაწერა "უარყოფათა წიგნი" (თარგმანი პირობითია), ხოლო კორიუნმა "წმინდა მესროპის ცხოვრების ისტორია და სომხური ლიტერატურის საწყისები".