კაპადოკია (სპარს. کاپادوکیه, Katpatuka — ლამაზი ცხენების ქვეყანა, ბერძ. Καππαδοκία, ლათ. Cappadocia, თურქ. Kapadokya) — აღმოსავლეთ მცირე აზიაში, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული ოლქის სახელწოდება. ძველი კაპადოკიის ტერიტორია ამჟამად განთავსებულია თურქეთის პროვინციების:ნევშეჰირის, კაისერის, აქსარაისა და ნიგდეს ტერიტორიებზე. ტერიტორია ხასიათდება განსაკუთრებით საინტერესო ვულკანური წარმოშობის ლანდშაფტებით. კლდეში ნაკვეთი და მიწისქვეშა ქალაქებით, რომლებიც დაარსდა ძვ. წ. I ათასწლეულში. კაპადოკიაში მდებარე გორემეს ეროვნული პარკი და კაპადოკიის კლდეში ნაკვეთი დასახლება შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

კლდეში ნაკვეთი ციხესიმაგრე უჩჰისარი

ადგილმდებარეობა

რედაქტირება

სტრაბონი თავის ჩვიდმედტომიან ნაშრომ „გეოგრაფიაში“, კაპადოკიას შემდეგნაირად აღწერს:

 
„ესაა ვრცელი ტერიტორია, რომელსაც სამხრეთით ტავრიული გორები არტყამს, დასავლეთით — აკსარაის მთები, აღმოსავლეთით — მალათიის მთები, ჩრდილოეთით — შავი ზღვა.“

გეოლოგიური ფორმირება

რედაქტირება

კაპადოკიის ტერიტორიაზე არსებული ვულკანები ერჯიასი, ჰასანდაღი, გელიუდაღი გეოლოგიური პერიოდის მანძილზე იყვნენ აქტიურნი. მათი აქტიურობა გრძელდებოდა მიოცენიდან ჰოლოცენამდე. ამოფრქვეული ვულკანური ლავა ილექებოდა ნეოჟენის ტბის ფსკერზე, მდინარეების ხეობებში, პლატოზე, რის შედეგადაც წარმოიქმნა 100-150 მეტრი სისქის ვულკანური ტუფი. აღნიშნული მასა ასევე შედგებოდა ტუფიტის, იგნიბრიტის ტუფის, ლახარას, ვულკანური ფერფლის, თიხის, აგლომერის, ბაზალტის და ნეოლოგიური აგლომერატებისაგან. მომდევნო პერიოდში ვულკანური ტუფის მასისაგან, მდინარეთა და ტბის წყლის ეროზიის შედეგად წარმოქმნა პლატო, რომელიც ხშირად იცვლიდა ფორმას. მდინარე ყიზილ-ირმაქზე პლატოს დღევანდელი სახე სათავეს იღებს ზემო პლიოცენიდან.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: