ერჯიასი (თურქ. Erciyes Dağı) — დიდი სტრატოვულკანი თურქეთში, ანატოლიის ზეგნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ კაისერიდან სამხრეთით 25 კმ-ში. სიმაღლე 3917 მ. ცენტრალური ანატოლიის უმაღლესი წერტილი. ფერდობებზე 28 კონუსია. აქვს ორი მწვერვალი. მწვერვალზე არის მყინვარი, რომელიც 3300 მ-მდე ეშვება. ანტიკურ დროში არგეუსი ეწოდებოდა. აღწერილი აქვს სტრაბონს. ვულკანი დიდწილად დანგრეულია. მთისძირში და ფერდობების ქვედა ნაწილებში არის მინდვრები, ბაღები და ვენახები. ერჯიასი პირველად დაიპყრო უილიამ ჯონ ჰამილტონმა 1837 წელს.

ერჯიასი
ერჯიასი
ერჯიასი
კოორდინატები: 38°31′56″ ჩ. გ. 35°27′02″ ა. გ. / 38.53222° ჩ. გ. 35.45056° ა. გ. / 38.53222; 35.45056
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
სიმაღლე 3917 
ქედი ანატოლიის ზეგანი
ბოლო ამოფრქვევა ჩვ.წ. 6880 ± 40 წ.
ერჯიასი — თურქეთი
ერჯიასი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: