კაისერი
კაისერი (თურქ. Kayseri, ლათ. Caesarea in Cappadocia) — ქალაქი ცენტრალურ თურქეთში, კაისერის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქის მოსახლეობა 1 მილიონს აჭარბებს.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
კაისერი Kayseri | |||
ხედი ცენტრიდან | |||
| |||
ქვეყანა | თურქეთი | ||
პროვინცია | კაისერი | ||
კოორდინატები | 38°44′00″ ჩ. გ. 35°29′00″ ა. გ. / 38.73333° ჩ. გ. 35.48333° ა. გ. | ||
პირველი ხსენება | ძვ. წ. 3000 წელი | ||
ადრეული სახელები |
კაპადოკიის კესარია, ცეზარია, მასაკა, ევსევია. | ||
ცენტრის სიმაღლე | 1050±1 მეტრი | ||
მოსახლეობა | 1.064.164[1] კაცი (2010) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+2 | ||
სატელეფონო კოდი | (+90) 352 | ||
საფოსტო ინდექსი | 38x xx | ||
საავტომობილო კოდი | 38 | ||
ოფიციალური საიტი | kayseri.gov.tr | ||
ისტორია
რედაქტირებაძველი მსოფლიოს ისტორიის მანძილზე ცნობილი იყო კაპადოკიის კესარიის, ცეზარიის, მაზაკის, ევსევიას სახელწოდებით. აქ იყო კაპადოკიის მეფეების რეზიდენცია. 1080 წელს დაიპყრეს თურქ-სელჩუკებმა. 200 წლის მანძილზე შედიოდა რუმის სასულთნოს შემადგენლობაში. ოსმალეთის იმპერიას შეუერთდა 1515 წელს.
ძეგლები
რედაქტირებაქალაქის ცენტრში არის რომაული ხანის ციხესიმაგრე, რომელიც გამოიყენებოდა როგორც სელჩუკების, ასევე ოსმალების ხანაში. ქალაქი მდიდარია სელჩუკური არქიტექტურის ძეგლებით.
განათლება
რედაქტირებაქალაქში არის ოთხი უნივერსიტეტი: ორი სახელმწიფო - ერჯიესისა (Erciyes Üniversitesi) (გაიხსნა 1978 წ.) და აბდულაჰ გიულის (Abdullah Gül Üniversitesi) უნივერსიტეტები და ორი კერძო - მელიქშაჰისა (Melikşah Üniversitesi)(დაარსდა 2008 წ.) და ნუჰ-ნაცი-ყაზგანის (Nuh Naci Yazgan) (გაიხსნა 2011-2012 სასწ. წელს) უნივერსიტეტები.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ http://report.tuik.gov.tr/reports/rwservlet?adnks = &report = turkiye_il_koy_sehir.RDF&p_kod = 1&desformat = html&ENVID = adnksEnv (TÜİK)