სისტემატური და ევოლუციური მიკრობიოლოგიის საერთაშორისო ჟურნალი
სისტემური ევოლუციური და მიკრობიოლოგიის საერთაშორისო ჟურნალი (ინგლ. International Journal of Systematic and Evolutionary Microbiology) — მოწინავე აკადემიური ჟურნალი მიკრობიოლოგიურ სისტემატიკაში, პირველად გამოქვეყნებული 1951 წელს. იგი ფარავს ყველა მიკროორგანიზმის, მათ შორის პროკარიოტების, სოკოების, წყალმცენარეების ტაქსონომიას, ნომენკლაურას, იდენტიფიკაციას, დახასიათებას, კულტურულ დაცულობას, ფილოგენიას, ევოლუციას და ბიომრავალფეროვნებას. სემსჟ ამჟამად გამოიცემა თვეში ერთხელ ზოგადი მიკრობიოლოგიის საზოგადოების მიერ (რიდინგი, გაერთიანებული სამეფო).