პროკარიოტები, პროტოკარიოტები (ლათ. Procaryota; ძვ. ბერძნ. προ „წინ“ და κάρυον „ბირთვი“) — საერთო სახელწოდება ერთუჯრედიანი ორგანიზმებისა, რომელთაც არა აქვთ ნამდვილი ბირთვი და ქრომოსომებად ჩამოყალიბებული მემკვიდრული აპარატი. მემკვიდრული ინფორმაციის გადაცემისა და რეალიზაციის მატერიალური სუბსტრატი პროკარიოტებშიც დეზოქსირიბონუკლეინის მჟავაა (დნმ), ოღონდ ქრომოსომებად არ არის ორგანიზებული და უჯრედის ცენტრში რგოლისებრ სტრუქტურას ქმნის, რომელსაც საკუთარი მემბრანა არ აქვს და ნუკლეოიდს უწოდებენ. პროკარიოტებს არც მიტოქონდრიები აქვთ, არც რთული შოლტები და სხვა. თანამედროვე კლასიფიკაციით პროკარიოტები განიხილება საუფლოს ან ქვესაუფლოს რანგის ჯგუფად, რომელიც მოიცავს ბაქტერიებს და არქეებს.

პროკარიოტები

კლასიფიკაცია მითითებული არ არის!
(რანგის გარეშე):  პროკარიოტები
ლათინური სახელი
prokariota
დომენები

პროკარიოტები უძველესი ცოცხალი არსებებია, რომლებიც სამი მილიარდი წელია დედამიწაზე ბინადრობენ. მცირე ზომის გამო მათი შესწავლა მხოლოდ მიკროსკოპით არის შესაძლებელი. ევკარიოტებისაგან განსხვავებით პროკარიოტების უჯრედებში არ არის მთელი რიგი ორგანოიდები: მიტოქონდრიები, ენდოპლაზმური ბადე, გოლჯის აპარატი და ა.შ.[1]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. პროკარიოტული ორგანიზმები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2014-03-19.