ევკარიოტებს, ანუ ბირთვიან უჯრედებს (ინგ. Eukaryote. გავრცელებულია, თუმცა მცდარია დასახელება ეუკარიოტი) გააჩნიათ პლაზმური მემბრანა, ბირთვი, ბირთვაკი, ენდოპლაზმური ბადე, რიბოსომა, მიტოქონდრია, გოლჯის აპარატი, ლიზოსომა, ცენტრიოლები. ევკაროტული უჯრედებია: ერითროციტები, სპიროგირა (წყალმცენარე), ამება, საფუარა სოკო, ქალამანა, ტრიპანოსიმები, ქლამიდომონადა და სხვა. ევკარიოტებში პროკარიოტებისაგან განხვავებით დნმ არის მოთავსებული ბირთვში.

ევკარიოტები

ენდომემბრანული სისტემის დიაგრამა
მეცნიერული კლასიფიკაცია
დომენი:  ევკარიოტები
ლათინური სახელი
Eukaryota

ევკარიოტები, საერთო სახელწოდება ორგანიზმებისა, რომელთაც აქვთ მორფოლოგიურად გაფორმებული ბირთვი. ევკარიოტების პროტოპლაზმა მორფოლოგიურად და ფუნქციურად დიფერენცირებულია ციტოპლაზმად და კარიოპლაზმად, რომელიც საკუთარი გარსით (კარიოლემით) არის გარემოცული და ქმნის ბირთვს. ბირთვში თავმოყრილია თითქმის მთელი მემკვიდრული ნივთიერება (დნმ). ევკარიოტებს განეკუთვნება ყველა უჯრედოვანი ორგანიზმი (ერთუჯრედიანი და მრავალუჯრედიანი მცენარე და ცხოველი) ე. წ. პროკარიოტების (ბაქტერიებისა და ლურჯ-მწვანე წყალმცენარეების) გარდა.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება