არქეები (ლათ. Archaea; ძვ. ბერძნ. ἀρχαῖος — ძველისძველი, ძველი) — ბირთვისა და მემბრანული ორგანელების არმქონე ერთუჯრედიანი მიკროორგანიზმების დომენი კლასიფიკაციის სამდომენიანი სისტემის მიხედვით. ადრე არქეებს აერთიანებდნენ ერთიან ჯგუფში ბაქტერიებთან და მათ არქიბაქტერიები ეწოდებოდათ, თუმცა ამჟამად ასეთი კლასიფიკაცია მოძველებულად მიიჩნევა: დადგენილია, რომ არქეებს აქვთ დამოუკიდებელი ევოლუციური ისტორია და ხასიათდებიან მრავალი ბიოქიმიური თავისებურებებით, რომლებიც განასხვავებენ მათ სიცოცხლის სხვა ფორმებისაგან. დღეისათვის არქეები იყოფა 5 ტიპად. ამ ჯგუფებიდან ყველაზე მეტად შესწავლილია კრენარქეოტები და ევრიარქეოტები.

არქეები

მეცნიერული კლასიფიკაცია
დომენი:  არქეები
ლათინური სახელი
Archaea (Woese, Kandler & Wheelis, 1990)

არქეები და ბაქტერიები ზომითა და უჯრედების ფორმით ჰგვანან ერთმანეთს, თუმცა ზოგიერთ არქეებს აქვთ მეტად უჩვეული ფორმა, მაგალითად, აღსანიშნავია Haloquadratum walsbyi-ის ბრტყელი და კვადრატული უჯრედები. მათი ზოგიერთი გენი და მეტაბოლიტური გზები აახლოვებს მათ ეუკარიოტებთან. არქეების სხვა ბიოქიმიური ასპექტები უნიკალურია. არქეების დიდი ნაწილი ქემოავტოტროფებია. ისინი ეუკარიოტებზე უფრო მეტ ენერგიის წყაროს იყენებენ.

მარილგამძლე არქეები — ჰალოარქეები ენერგიის წყაროს სახით იყენებენ მზის შუქს, არქეების სხვა სახეობები ფოკუსირებენ ნახშირბადს. არქეები უსქესოდ მრავლდებიან. ბაქტერიებისა და ევკარიოტებისაგან განსხვავებით არქეების არც ერთი ცნობილი სახეობა არ აყალიბებს სპორას. თავდაპირველად არქეებს ექსტრემოფილებად მიიჩნევდნენ, თუმცა შემდეგ ისინი აღმოაჩინეს ნიადაგში, ოკეანეში, ჭაობში, ადამიანის სწორ ნაწლავში. არქეები განსაკუთრებით ბევრია ოკეანეში, და შესაძლოა, პლანქტონური არქეები წარმოადგენენ ამჟამად მცხოვრებ ორგანიზმთა ყველაზე მრავალრიცხოვან ჯგუფს.

ჩვენ დროში არქეები როლს თამაშობენ ნახშირბადისა და აზოტის წრებრუნვაში. არქეების არც ერთი ცნობილი წარმომადგენელი არ არის პარაზიტი თუ პათოგენური ორგანიზმი, თუმცა ხშირად არიან მუტუალისტები და კომენსალები. მათი ზოგიერთი წარმომადგენელი წარმოადგენს მეთანოგენებს და ბინადრობენ ადამიანისა და ცხოველების კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, სადაც მეტად მრავალრიცხოვანნი არიან და ეხმარებიან საჭმლის მონელებას.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება