გოლჯის კომპლექსი

(გადამისამართდა გვერდიდან გოლჯის აპარატი)

გოლჯის კომპლექსი (გოლჯის აპარატი) — უჯრედის ორგანოიდი, მემბრანული სტრუქტურა, რომელშიც წარმოიქმნება რთული ნაერთებით სავსე ბუშტუკები. გოლჯის კომპლექსის აგებულება ცხოველურ და მცენარეულ უჯრედებში მსგავსია. იგი გლუვი მემბრანებისგან აგებული გაბრტყელებული ცისტერნების რთული სისტემაა. გოლჯის კომპლექსში წარმოქმნილ ბუშტუკებში ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლებისაგან წარმოქმნილი ნივთიერებები გროვდება და გამოიყოფა უჯრედის გარეთ ან გამოიყენება უჯრედში.

ეუკარიოტული უჯრედის დიაგრამა.
(1) ბირთვაკი
(2) უჯრედის ბირთვი
(3) რიბოსომა
(4) ვეზიკულა
(5) მარცვლოვანი ენდოპლაზმური ბადე
(6) გოლჯის კომპლექსი
(7) ციტოპლაზმური ჩონჩხი
(8) გლუვი ენდოპლაზმური ბადე
(9) მიტოქონდრია
(10) ვაკუოლი
(11) ციტოპლაზმა
(12) ლიზოსომა
(13) ცენტრიოლი

გოლჯის კომპლექსში ასევე ფორმირდება ლიზოსომები (ბერძნ. „ლიზეო“ — ვხსნი, „სომა“ — სხეული). გოლჯის აპარატის ცისტერნებში ლიზოსომა ივსება ფერმენტებით და მონაწილეობს უჯრედშიდა მონელების პროცესში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება