ლიზოსომები

(გადამისამართდა გვერდიდან ლიზოსომა)

ლიზოსომა (ბერძ. lysis — გახსნა, დაშლა ხოლო soma — სხეული) — უჯრედის ორგანოიდი, რომელიც მონაწილეობს უჯრედშიდა მონელების და უჯრედული კომპონენტების განახლების პროცესში. ლიზოსომა გოლჯის კომპლექსის ცისტერნებში ივსება სხვადასხვა ფერმენტებით. ამ ფერმენტებს მჟავე ჰიდროლაზებს უწოდებენ, რადგან ლიზოსომური ფერმენტები მხოლოდ მჟავე გარემოში მოქმედებს (pH 4.5 - 5.0). ლიზოსომები ერთ-ერთი ყველაზე მცირე ზომის ორგანოიდებია, მათი დიამეტრი 1 მკმ-ია.

ეუკარიოტული უჯრედის დიაგრამა.
(1) ბირთვაკი
(2) უჯრედის ბირთვი
(3) რიბოსომა
(4) ვეზიკულა
(5) მარცვლოვანი ენდოპლაზმური ბადე
(6) გოლჯის კომპლექსი
(7) ციტოპლაზმური ჩონჩხი
(8) გლუვი ენდოპლაზმური ბადე
(9) მიტოქონდრია
(10) ვაკუოლი
(11) ციტოპლაზმა
(12) ლიზოსომა
(13) ცენტრიოლი

ლიზოსომა 1949 წელს აღმოაჩინა ბელგიელმა ციტოლოგმა კრისტიან დე დიუვემ.

ლიზოსომის ჩამოყალიბება

რედაქტირება

ლიზოსომური ფერმენტები სინთეზირდება (ანუ იგება) მარცვლოვან ენდოპლაზმურ ბადეზე, საიდანაც გოლჯის აპარატში გადაიტანება და ლიზოსომად ყალიბდება. ლიზოსომას, რომლებიც გოლჯის აპარატიდან გამოდის პირველდი ლიზოსომა ეწოდება. პირველადი ლიზოსომა ძალიან მცირე ზომისაა მასში მონელების პროცესები არ მიმდინარეობს.

როდესაც პირველადი ლიზოსომა შეერწყმება ფაგოსომას მაშინ წარმოიქმნება მეორეული ლიზოსომა. მეორეული ლიზოსომა უფრო დიდი ზომისაა და პირველადი ლისზოსმისგან განსხვავებით მისი შიგთავსი ჰეტეროგენულია ანუ არაერთგვაროვანია. მეორეულ ლიზოსომაში მიმდინარეობს მონელების პროცესი.

ლიზოსომის pH

რედაქტირება

ლიზოსომური ენზიმები ანუ მჟავე ჰიდროლაზები მხოლოდ და მხოლოდ მჟავე გარემოში მოქმედებენ. ამიტომ ლიზოსომაში pH =5 .ეს ფერმენტები ტუტე გარემოში არ მოქმედებენ. თუ ლიზოსომა დაზიანდა და მასში არსებული ფემენტები ციტოპლაზმაში გადმოვიდა ისინი კარგავენ მონელების უნარს ანუ ფერმენტები ინაქტივირდება, რადგან უჯრედის pH= 7.

ლიზოსომის pHს განსაზღვრავს ლიზოსომის მემბრანაში (ანუ ლიზოსომის კედელში) არსებული წყალბადის ტუმბო და ქლორის იონური არხები. წყალბადის ტუმბო ციტოპლაზმიდან ტუმბავს წყალბად იონებს(H+) . იგი ლიზოსომაში არსებულ ნატრიუმის იონებს (Na+)ცვლის წყალბადის იონებზე. ხოლო ქლორის არხს ქლორის იონები (Cl-)გადააქვს. ერთად ისინი წარმოქმნიან მარილმჟავას HCL. ასე იქმნება ლიზოსომაში მჟავა გარემო.

ლიზოსომის ფუნქციები

რედაქტირება

ლიზოსომები მონაწილეობს უჯრედშიგა მონელების პროცესში. მაგალითად ისინი ინელებენ უჯრედის მიერ გარემოდან ათვისებულ ნივთიერებებს. ამ პროცესს ჰეტეროფაგია ეწოდება. ლიზოსომის მეორე დანიშნულება ციტოპლაზმური ორგანელების განახლებაა. მონელების პროდუქტები (დაბალმოლეკულური ნაერთები) ცხოველქმედების პროცესში უჯრედის მიერ ხელმეორედ გამოიყენება.

ლიზოსომური ფერმენტები

რედაქტირება

მჟავე ჰიდროლაზებია:

კავშირი კლინიკასთან

რედაქტირება

არსებობს ისეთი გენეტიკური დაავადებები, რომლის დროსაც უჯრედში ლიზოსომური ფერმენტების დეფიციტია. ასეთ შემთხვევაში ლიზოსომა ვერ ახერეხებს უჯრედში მოხვედრილი მაკრომოლეკულების დაშლას. ასეთ მდგომარობას ლიზოსომური დაგროვების პათოლოგიას უწოდებენ. ამ სახის დარღვევის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია თეი-საქსის დაავადება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება