მაკრომოლეკულაპოლიმერის მოლეკულა. იგი აგებულია იდენტური (ჰომოპოლიმერის მაკროსტრუქტურა) ან განსხვავებული (თანაპოლიმერის მაკროსტრუქტურა) სტრუქტურული ერთეულებისაგან — მონომერული (განმეორებადი) რგოლებისაგან. მაკროსტრუქტურა შეიძლება იყოს ხაზოვანი, განშტოებული და შეკერილი, ანუ სამგანზომილებიანი. უკანასკნელი წარმოიქმნება ხაზოვანი ან განშტოებული მაკრომოლეკულების განივი ქიმიური ბმით შეერთებისას. შეკერილი მაკრომოლეკულისაგან შედგენილი პოლიმერის მაგალითია რეზინი.

პოლიპეპტიდის მაკრომოლეკულური სტრუქტურა

ლიტერატურა

რედაქტირება