პათოლოგია
პათოლოგია (ძვ. ბერძნ. πάθος [pathos] — „ავადმყოფობა“ და λόγος [lógos] — „სიტყვა“, „მოძღვრება“) — მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს ადამიანსა და ცხოველებში ავადმყოფობის პროცესებს, მათ ზოგად საკითხებს, ორგანიზმის რეაქციულობას, ბიოლოგიური მემბრანების განვლადობასა და მიკროცირკულაციას.

პათოლოგიას საფუძველი ჩაეყარა ძვ. ბერძნულ მედიცინაში. არსებობს ფუნქციური, ევოლუციური, გეოგრაფიული, სოციალური, მოლეკულური და სხვა სახის პათოლოგიები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 636.