ბირთვაკი
ბირთვაკი (ლათ. nucleolus — ბირთვაკი) — ნუკლეოლი, მცირე ზომის სფერული ორგანელი, რომელიც ცხოველური და მცენარეული უჯრედების ბირთვშია მოთავსებული. უჯრედში ჩვეულებრივ 1 — 3, ზოგჯერ (მაგალითად ამფიბიებისა და თევზების კვერცხუჯრედში) ათეული და ასეული ბირთვაკია. ბირთვაკი შეიცავს ცილებსა და რიბონუკლეინის მჟავას (რნმ). უჯრედის არაპირდაპირი გაყოფის (მიტოზი) დროს, ჩვეულებრივ პროფაზის ბოლოს, ბირთვაკი იშლება, ტელოფაზაში კი აღდგება. პირდაპირი გაყოფისას (ამიტოზი) ბირთვაკი გადაიზონრება და ახლად წარმოქმნილი ბირთვაკები შვილეულ უჯრედებში გადადის. ბირთვაკში ხდება რნმ-ის სინთეზი; იგი თავის მხრივ ცილის სინთეზში მონაწილეობს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 398 — 399.