ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ენდოკრინოლოგია (ბერძ. ἔνδον — შიგნით, κρίνω — გამოვყოფ და λόγος — სიტყვა, მეცნიერება) — მეცნიერება შიდა სეკრეციის ორგანოების ფუნქციასა და წყობაზე; მოქმედებაზე, რომელსაც ეს ჰორმონები იწვევენ ადამიანის (ან ცხოველის) ორგანიზმში; ასევე დაავადებების შესახებ, რომლებსაც ამ ორგანოების ფუნქციის მოშლა იწვევს.

შინაგანი სეკრეციის ანუ ენდოკრინულ ჯირკვლებს მიეკუთვნება ჰიპოფიზი,ფარისებრი ჯირკვალი,პარათირეოიდული (ფარისებრახლო) ჯირკვლები, პანკრეასი, (კუჭუკანა ჯირკვალი), თირკმელზედა ჯირკვლები, სასქესო ჯირკვლები. ისინი გამოიმუშავებენ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს (ჰორმონებს), რომლებიც სისხლის გზით ვრცელდება მთელ ორგანიზმში და მონაწილეობს სხვადასხვა ორგანოს რეგულაციაში. ძირითადი ენდოკრინული ჯირკვლების გარდა, ჰორმონები გამომუშავდება სხვა ორგანოებშიც− თირკმლებში (რენინი, ერითროპოეტინი) გულში (წინაგულოვანი ნატრიურეზული ჰორმონი) და სხვ.