ბაჰრეინის სინაგოგა
ბაჰრეინის სინაგოგა — ერთადერთი სინაგოგა სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებში. მდებარეობს ბაჰრეინის ქალაქ მანამაში[1].
არაფრით გამორჩეული კრემისფერი შენობა, რომელიც ძნელია ადამიანმა აღიქვას, როგორც ებრაული სამლოცველო სახლი. ბაჰრეინის ებრაული თემი შედგება 35 კაცისაგან და მათ იუდაიზმის წესების მიხედვით უფლება ჰქონდათ აეგოთ საკუთარი სინაგოგა. ბაჰრეინი არის ერთადერთი არაბული ქვეყანა სპარსეთის ყურის აუზში, სადაც არსებობს ებრაული თემი და სინაგოგა. თემს აქვს ასევე მცირე ებრაული სასაფლაო[2].
ისტორია
რედაქტირებაXIX საუკუნის დასასრულს, ერაყის, ირანისა და ინდოეთის ებრაელები დასახლდნენ ბაჰრეინში და სამეფოს დედაქალაქში დააარსეს სინაგოგა. გაეროს გეგმის მიღების შემდეგ, რომელიც ითვალისწინებდა ბრიტანეთის სამანდატო ტერიტორიის, პალესტინის ორად გაყოფას ებრაულ და არაბულ ნაწილებად, გაიმართა სამდღიანი საპროტესტო აქციები. მესამე დღეს დაიწყო ამბოხება[3]. ებრაული სახლები გაძარცვეს და ერთადერთი სინაგოგა არაბმა ამბოხებულებმა მიწასთან გაასწორეს[2][4]. მიუხედავად იმისა, რომ დაძაბულობამ გამოიწვია ბაჰრეინის ებრაელთა ემიგრაცია დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, მანამაში დარჩენილმა იუდეველებმა მოგვიანებით ახალი სინაგოგა ააშენეს.
უკანასკნელ პერიოდში სინაგოგა დანიშნულების მიხედვით არ მოქმედებდა და ებრაული საზოგადოების სურვილის მიხედვით სურდათ გამოეყენებინათ სხვა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ან საქველმოქმედო მიზნებისათვის, მაგრამ ხელისუფლებას ამის გაკეთება არ შეეძლო. სამეფოს მთავრობას სურდა, რომ ამ შენობაში სამომავლოდ კვლავ სინაგოგა ყოფილიყო.
2006 წელს სინაგოგის სახურავი ჩამოინგრა. ებრაული საზოგადოების არაოფიციალურმა ლიდერმა აბრაჰამ დავიდ ნონუმ საკუთარ თავზე აიღო სინაგოგის რესტავრაციის ფინანსური მხარე[2], მაგრამ ბაჰრეინის კრონ-პრინცმა შესთავაზა აეშენებინა ახალი სინაგოგა იმავე ადგილზე[5].
ამავე დროს მთავრობამ ებრაულ თემს გამოუყო მიწის ნაკვეთი, რომელზეც შესაძლებელი იყო 1948 წელს ხელახლა დანგრეული სინაგოგოს აშენება, რომელიც დღემდე არ აშენებულა[4].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ «الوسط» تزور كنيساً يهودياً بحرينياً… هو الوحيد في الخليج, الوسط
- ↑ 2.0 2.1 2.2 Scheib, Ariel. The Virtual Jewish History Tour: Bahrain. Jewish Virtual Library. ციტირების თარიღი: 2007-06-01.
- ↑ Rosenbloom, Michael. (March 2002) Tales of Survival: Island Girl. Congregation Ohav Sholom, Merrick, New York. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-02-08. ციტირების თარიღი: 2007-06-01.
- ↑ 4.0 4.1 The Jews of Bahrain: "I consider myself a Bahraini Jewish Arab - and I am very proud of it.". The Washington Times (March 23, 2000). დაარქივებულია ორიგინალიდან — March 3, 2009. ციტირების თარიღი: 2007-06-01.
- ↑ Low profile but welcome: a Jewish outpost in the Gulf დაარქივებული January 4, 2008, საიტზე Wayback Machine. , The Independent, 2 November 2007.