კიბუცი
კიბუცი (ივრ. קִבּוּץ; თავდაპ. קְבוּצָה, კვუცა — `ჯგუფი`) — სასოფლო-სამეურნეო კომუნა ისრაელში, რომლისთვის დამახასიათებელია მეურნეობის საერთო საკუთრება და შრომა-მოხმარებაში თანასწორობა. ეს არის კომუნალური თანაცხოვრების ფორმა, რომელიც სოციალიზმსა და სიონიზმს აერთიანებს.
კიბუციზმი დაიწყო, როგორც უტოპიური ცდა, თუმცა დროთა განმავლობაში უფრო „მეცნიერული“ სოციალისტური მიდგომა აითვისა. ამჟამად, სოფლის მეურნეობა ნაწილობრივ ჩანაცვლებულია ეკონომიკის სხვა დარგებით, მათ შორის ინდუსტრიული და/ან მაღალტექნოლოგიური საწარმოებით. ისრაელის მოსახლეობის დაახლოებით 5% კიბუცებში ცხოვრობს. ზოგიერთ კიბუცს ასევე კიბუცნიკსაც უწოდებენ (ივრ.: קִבּוּצְנִיק).
ერთ-ერთი ვარაუდის თანახმად ისრალეში კიბუცების დაარსებაში მონაწილეობა მიიღო ქართველმა ივანე კოლელიშვილმა, რომელიც 1910-17 წლებში იმყოფებოდა პალესტინაში და რომელსაც საქართველოში, სოფელ გულგულაში კომუნის დაარსების გამოცდილება ჰქონდა.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ხვადაგიანი ი. „ სოფელ გულგულას კომუნა“, კრებული „ინიციატივა ცვლილებებისთვის“ გვ. 31 — თბილისი, 2015, ISBN 978-9941-0-8204-7