ირმის ნახტომი
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ირმის ნახტომი, აგრეთვე ცნობილი როგორც რძიანი გზა, ხარის ნავალი, იერუსალიმის გზა, დათვისფეხა, ცის-იკანკლედი, დევის ნამუხლარი (ლათ. Via Lactea; ბერძ. Γαλαξίας გალაქსიას — „რძიანი გზა“) — გალაქტიკა, გიგანტური ვარსკვლავური სისტემა, რომელშიც ჩვენი მზის სისტემა, ასევე ყველა შეუიარაღებელი თვალით ხილული ვარსკვლავი, პლანეტა და ციური სხეული მდებარეობს; დაკვირვებადი სამყაროს მილიარდობით გალაქტიკიდან ერთ-ერთი.
აგებულება და სტრუქტურა
რედაქტირებაგალაქტიკა შედგება ელიფსური ფორმის ცენტრისგან, რომელიც გარშემორტყმულია გაზისა და კოსმიური მტვრის დისკით, ხოლო ვარსკვლავები ქმნიან ოთხ მკაფიო სპირალისებურ მკლავს. ირმის ნახტომის დიამეტრი დაახლოებით 30 ათასი პარსეკია (100 000 სინათლის წელი) და მისი სისქე კი დაახლოებით 1000 სინათლის წელიწადია. გალაქტიკა შეიცავს სულ მცირე 200 მილიარდ ვარსკვლავს (თანამედროვე შეფასება მერყეობს 200-დან 400 მილიარდ ვარსკვლავამდე). 2009 წლის იანვარის მონაცემებით გალაქტიკის მასა არის მზის მასის 3×1012, ანუ 6×1042 კგ. მისი ძირითადი მასა მოდის არა ვარსკვლავებისა და ვარსკვლავთშორისი აირის, არამედ უჩინარი შავი მატერიის ჰალოზე.
გალაქტიკის ცენტრი
რედაქტირებაგალაქტიკის ცენტრი არის ამოზნექილი და სიგანეში დაახლოებით 8 ათასი პასეკია. მის ცენტრში მდებარეობს ზემასიური შავი ხვრელი (მშვილდოსანი A*), რომლის გარშემო ბრუნავს საშუალო მასის შავი ხვრელი. მათი ერთობლივი გრავიატაცია აიძულებს მათ გარშემო მყოფ ვარსკვლავებს იბრუნონ უჩვეულო ტრაექტორიაზე.
მკლავები
რედაქტირებაირმის ნახტომი ეკუთვნის სპირალურ გალაქტიკებს, რაც ნიშნავს რომ მას გააჩნია სპირალური მკლავები. ყოველი მკლავი წარმოადგენს ლოგარითმულ სპირალს 12 გრადუსიანი დახრით. მიჩნეულია რომ არსებობს ოთხი ძირითადი მკლავი.
ფერი | მკლავი |
---|---|
პერსევსის მკლავი (Perseus Arm) | |
გედის მკლავი (Norma-Cygnus Arm) | |
ცენტავრის მკლავი (Scutum-Crux Arm) | |
მშვილდოსანის მკლავი (Sagittarius Arm) | |
არსებობს ორი მცირე მკლავი, მათ შორის: | |
ორიონის მკლავი (Orion Arm; სადაც ჩვენი მზის სისტემა მდებარეობს) |
ჰალო
რედაქტირებაგალაქტიკის ჰალოს აქვს სფეროსებური ფორმა დაახლოებით 5-10 ათასი სინათლის წელიწადის დიამეტრით და მისი ტემპერატურა დაახლოებით 5×105 კელვინია.