ორიონის მკლავიგალაქტიკა ირმის ნახტომის პატარა სპირალური მკლავი, რომელიც დაახლოებით 3500 სინათლის წელიწადზეა (1100 პარსეკი) გადაჭიმული და სიგრძეში 10 000 სინათლის წელიწადია (3100 პარსეკი). მზის სისტემა და, აქედან გამომდინარე, დედამიწა ორიონის მკლავში მდებარეობს. მას სხვა სახელებიც აქვს: ორიონი-გედის მკლავი, ადგილობრივი მკლავი, ორიონის ხიდი, ადგილობრივი დეზი და ორიონის დეზი.

გალაქტიკა ირმის ნახტომის ილუსტრაცია, რომელზეც ნაჩვენებია მზის სისტემის მდებარეობა.

ორიონის მკლავი ორიონის თანავარსკვლავედის გამო ჰქვია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი თანავარსკვლავედია ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე ზამთარში (ზაფხულში სამხრეთ ნახევარსფეროზე). ამ თანავარსკვლავედის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავები და სხვა ყველაზე ცნობილი ციური სხეულები (ბეტელგეიზე, რიგელი, ორიონის სარტყლის ვარსკვლავები, ორიონის ნისლეული) მოთავსებულია ორიონის მკლავში, როგორც ინტერაქტიულ რუკაზეა ნაჩვენები ქვემოთ.

ორიონის მკლავი მოთავსებულია გემის ხერხემალი-მშვილდოსანის მკლავსა (გალაქტიკის ცენტრის მიმართულებით) და პერსევსის მკლავს (გარე სამყაროს მიმართულებით), ეს უკანასკნელი კი ირმის ნახტომის ორი ყველაზე დიდი მკლავიდან ერთ-ერთია. მეცნიერები დიდხანს ვარაუდობდნენ, რომ ეს მცირე სტრუქტურა იყო — „დეზი“ ორ უფრო გრძელ მეზობელ მკლავებს (პერსევის და გემის ხერხემალი-მშვილდოსანის) შორის, მაგრამ 2013 წლის შუა ხანებში მტკიცებულება იქნა წარმოდგენილი, რომლის მიხედვითაც ორიონის მკლავი სინამდვილეში შესაძლოა პერსევსის მკლავის განშტოება იყო ან დამოუკიდებელი მკლავის სეგმენტი.

მზის სისტემა (დედამიწის ჩათვლით) ორიონის მკლავში ადგილობრივ ბურთულაში შიდა რგოლთან ახლოს მდებარეობს — დაახლოებით ორიონის მკლავის სიგრძის ნახევრის გასწვრივ, გალაქტიკის ცენტრიდან დაახლოებით 8 000 პარსეკის (26 000 სინათლის წლის) დაშორებით.

მესიეს ობიექტები

რედაქტირება
 
ორიონის მკლავის ფორმა[1]

ორიონის მკლავი მესიეს ობიექტების გარკვეულ რაოდენობას შეიცავს:

ინტერაქტიული რუკები

რედაქტირება
 როზეტის ნისლეულიკიბორჩხალის ნისლეულიორიონის ნისლეულისამმაგი ნისლეულილაგუნის ნისლეულიომეგას ნისლეულიარწივის ნისლეულიჩრდილოეთ ამერიკის ნისლეულირიგელიორიონის სარტყელიპოლარული ვარსკვლავიმზებეტელგეიზედენებიპერსევსის მკლავიორიონის მკლავიმშვილდოსნის მკლავი
ორიონი და მისი მეზობელი მკლავები (შეგიძლიათ დააკლიკოთ თითოეულ ობიექტზე)
 როზეტის ნისლეულითოლიის ნისლეულიკონუსის ნისლეულიკალიფორნიის ნისლეულიგულის ნისლეულიორიონის ნისლეულისულის ნისლეულიჩრდილოეთ ამერიკის ნისლეულიჭიის პარკის ნისლეულიგამა გედის ნისლეულირიდის ნისლეულისამმაგი ნისლეულინამგლისებრი ნისლეულილაგუნას ნისლეულიომეგას ნისლეულიარწივის ნისლეულიკატის თათის ნისლეულიგემის ხერხემლის ნისლეულიკიბორჩხალის ნისლეულიმესიე 37მესიე 36მესიე 38მესიე 50მესიე 46მესიე 67მესიე 34მესიე 48მესიე 41მესიე 47მესიე 44მესიე 45მესიე 37მესიე 52მესიე 93მესიე 7მესიე 6მესიე 25მესიე 23მესიე 21მესიე 18მესიე 26მესიე 11მესიე 35NGC 2362IC 2395NGC 3114NGC 3532IC 1396IC 2602NGC 6087NGC 6025NGC 3766NGC 4665IC 2581IC 2944NGC 4755NGC 3293NGC 6067NGC 6193NGC 6231NGC 6383Tr 14Tr 16მესიე 103მესიე 29HPerChi PerCol 228ომიკრონ ველორუმიპერსევსის მკლავიორიონის მკლავიმშვილდოსნის მკლავივარსკვლავთგროვანისლეული
უახლოესი ვარსკვლავთგროვებისა ნისლეულების ინტერაქტიული რუკა (დააკლიკეთ ნებისმიერ ობიექტზე და იხილეთ დეტალური ინფორმაცია)
  1. Vázquez, Ruben A.; May, Jorge; Carraro, Giovanni; Bronfman, Leonardo; Moitinho, André; Baume, Gustavo (January 2008). „Spiral Structure in the Outer Galactic Disk. I. The Third Galactic Quadrant“. The Astrophysical Journal. 672 (2): 930–939. arXiv:0709.3973. Bibcode:2008ApJ...672..930V. doi:10.1086/524003.CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)