ორიონის თანავარსკვლავედი
ორიონის თანავარსკვლავედი (ლათ. Orion) — ცის ეკვატორთან მდებარე თანავარსკვლავედი. სახელი დაერქვა მონადირე ორიონის სახელი ბერძნული მითოლოგიიდან.
ორიონის ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავები 0.1; 0.3-1.2; 1.6; 1.7; 1.8; 2.0 და 2.2 ვიზუალური ვარსკვლავიერი სიდიდისაა. ორიონშია განლაგებული ორიონის ნისლეული, ასევე O და B სპექტრული კლასების ბევრი ვარსკვლავი, რომლებიც ვარსკვლავთა ასოციაციას ქმნიან. მის მეზობლად მდებარეობს: ტყუპების, კუროს, ერიდანუსის, კურდღლის და მარტორქის თანავარსკვლავედები.
დაკვირვებისათვის საუკეთესო პირობებია ნოემბერ-იანვარში. ჩანს საქართველოდანაც.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 576.