თანავარსკვლავედები

(გადამისამართდა გვერდიდან თანავარსკვლავედი)

თანავარსკვლავედები — ვარსკვლავური ცის უბნები. მათი კონტურები განსაკუთრებით ბრწყინვალე ვარსვლავების მიხედვით დგინდება.

ცის დაყოფა თანავარსკვლავედებად უძველესი დროიდან მომდინარეობს. ძირითადი თანავარსკვლავედები გამოყვეს და სახელები შეარქვეს მითოლოგიური (ჰერკულესი, პერსევსი, ანდრომედე და სხვა) ან საყოფაცხოვრებო (სასწორი, მშვილდოსანი და სხვა) სფეროდან. დროთა განმავლობაში ზოგიერთი თანავარსკვლავედების საზღვრები ზუსტდებოდა ან არსებულ თანავარსკვლავედებს ყოფდნენ რამდენიმე თანავარსკვლავედებად. საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის 1922 წლის გადაწყვეტილებით ვარსკვლავიერი ცა დაყოფილია 58 თანავარსკვლავედად.

ამჟამად მთელი ცა 88 თანავარსკვლავედადაა დაყოფილი. ყოველი ვარსკვლავი, ხილვადია შეუიარაღებელი თვალით თუ ტელესკოპით, ერთ რომელიმე თანავარსკვლავედს ეკუთვნის. არსებული თანავარსკვლავედის ცალკეულ ვარსკვლავებს ბერძნული ასოებით აღნიშავენ: მათ შორის ყველაე კაშკაშას — α ასოთი, მომდევნო სიკაშკაშისას — β-თი და ა. შ.

თანავარსკვლავედების კონტურებს სინამდვილეში თითქმის არავითარი მსგავსება არა აქვთ იმ ცხოველებთან და საგნებთან, რომელთა სახელებსაც ისინი ატარებენ. იგივე ითქმის ყველაზე პოპულარულ თანავარსკვლავედზე — დიდ დათვზეც. ჩვენს განედებზე მისი 7 კაშკაშა ვარსკვლავი ჩანს ყოველთვის, წელიწადის ყოველ სეზონში, ღამის ყოველ საათში. ამის მიხედვით შესაძლებელია ვიპოვნოთ მიმართულება ჩრდილოეთ პოლუსისაკენ, აგრეთვე ჰორიზონტის მხარეები.

ასევე არანაირი სამეცნიერო მნიშვნელობა არ აქვს ცის თანავარსკვლავედებად დაყოფას, ე. ი. ეს დაყოფა გარეგნული ნიშნებით ხდება და მას შემთხვევითი ხასიათი აქვს; იგი მხოლოდ ორიენტირების გასაადვილებლად არის საჭირო.

თანავარსკვლავედების სახელწოდებები რედაქტირება

ქართული სახელწოდება ლათინური სახელწოდება შემოკლება მდებარეობა ვარსკვლავურ ცაზე
ანდრომედა Andromeda And
არწივი Aquila Aql
ბადურა Reticulum Ret
ბერენიკეს თმები Coma Berenices Com
ბუზი Musca Mus
გედი Cygnus Cyg
გემის ხერხემალი Carina Car
გველეშაპი Draco Dra
გველი Serpens Ser
გველისმჭერი Ophiuchus Oph
გონიო Norma Nor
დელფინი Delphinus Del
დიდი დათვი Ursa Major UMa
დიდი ქოფაკი Canis Major CMa
ერიდანუსი Eridanus Eri
ვერძი Aries Ari
ვეშაპი Cetus Cet
თევზები Pisces Psc
თხის რქა Capricornus Cap
იალქნები Vela Vel
ინდოელი Indus Ind
ისარი Sagitta Sge
კასიოპეა Cassiopeia Cas
კენტავრი Centaurus Cen
კვიცი Equuleus Equ
კირჩხიბი Cancer Cnc
კიჩო Puppis Pup
კომპასი Pyxis Pyx
კურდღელი Lepus Lep
კურო Taurus Tau
ლომი Leo Leo
მაგიდა მთა Mensa Men
მარტორქა Monoceros Mon
მარჩბივი Gemini Gem
მგელი Lupus Lup
მეეტლე Auriga Aur
მელია Vulpecula Vul
მენახირე Bootes Boo
მერწყული Aquarius Aqr
მეძებარი ძაღლები Canus Venatici CVn
მიკროსკოპი Microscopium Mic
მოქანდაკე Sculptor Scl
მტრედი Columba Col
მფრინავი თევზი Volans Vol
მშვილდოსანი Sagittarius Sgr
მხატვარი Pictor Pic
ორიონი Orion Ori
ოქროს თევზი Dorado Dor
ოქტანტი Octans Oct
პატარა დათვი Ursa Minor UMi
პატარა ლომი Leo Minor LMi
პატარა ქოფაკი Canis Minor CMi
პეგასი Pegasus Peg
პერსევსი Perseus Per
ჟირაფი Camelopardalis Cam
საათი Horologium Hor
სამკუთხედი Triangulum Tri
სამოთხის ჩიტი Apus Aps
სამსხვერპლო Ara Ara
სამხრეთის გვირგვინი Corona Australis CrA
სამხრეთის თევზი Piscis Austrinus PsA
სამხრეთის სამკუთხედი Triangulum Australe TrA
სამხრეთის ჰიდრა Hydrus Hyi
სასწორი Libra Lib
საჭრისი Caelum Cae
სექსტანტი Sextans Sex
ტელესკოპი Telescopium Tel
ტუკანი Tucana Tuc
ტუმბო Antlia Ant
ფარგალი Circinus Cir
ფარი Scutum Sct
ფარშავანგი Pavo Pav
ფენიქსი Phoenix Phe
ფიალა Crater Crt
ფოცხვერი Lynx Lyn
ქალწული Virgo Vir
ქამელიონი Chamaeleon Cha
ქნარი Lyra Lyr
ღრიანკალი Scorpius Sco
ღუმელი Fornax For
ყორანი Corvus Crv
ჩრდილოეთის გვირგვინი Corona Borealis CrB
ცეფევსი Cepheus Cep
წერო Grus Gru
ხვლიკი Lacerta Lac
ჯვარი Crux Cru
ჰერკულესი Hercules Her
ჰიდრა Hydra Hya

ლიტერატურა რედაქტირება


ასტრონომია | ზოდიაქოს თანავარსკვლავედები | ასტროლოგია

ვერძი კურო მარჩბივი კირჩხიბი ლომი ქალწული სასწორი ღრიანკალი მშვილდოსანი თხის რქა მერწყული თევზები
                       
  ასტრონომიის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ასტრონომიის შესახებ.