ფარის თანავარსკვლავედი
ფარის თანავარსკვლავედი (ლათ. Scutum) — ცის ეკვატორთან მდებარე თანავარსკვლავედი. არ შეიცავს მე-4 ვიზუალურ ვარსკვლავიერ სიდიდეზე უფრო ბრწყინვალე ვარსკვლავებს. დაკვირვების ყველაზე ხელსაყრელი პირობებია ივნის-ივლისში. შეიცავს 28 ვარსკვლავს, რომელთა ხილვა შეუიარაღებელი თვალითაც არის შესაძლებელი. ჩანს საქართველოდანაც.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 228-229.