მოქანდაკის თანავარსკვლავედი
მოქანდაკის თანავარსკვლავედი (ლათ. Sculptor) — ცის სამხრეთ ნახევარსფეროს თანავარსკვლავედი. მასში ყველა ვარსკვლავი 4,0 ვიზუალურ ვარსკვლავიერ სიდიდეზე უფრო მკრთალია. მოქანდაკის მიმართულებითაა ცაზე გალაქტიკის სამხრეთ პოლუსი. დამზერის საუკეთესო პირობებია სექტემბერ-ოქტომბერში. საქართველოს ტერიტორიიდან მთლიანად ჩანს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 148.