ისრის თანავარსკვლავედი
ისრის თანავარსკვლავედი (ლათ. Sagitta) — თანავარსკვლავედი ცის ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე. მასში ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავები 3,5 და 3,8 ვიზუალური ვარსკვლავიერი სიდიდისაა. დაკვირვების საუკეთესო პირობებია ივლისში. შეიცავს 28 ვარსკვლავს, რომელთა ხილვა შეუიარაღებელი თვალითაც არის შესაძლებელი.