ცეფევსის თანავარსკვლავედი
ცეფევსის თანავარსკვლავედი (ლათ. Cepheus) — ცის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს თანავარსკვლავედი. ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავის — ალდერამინის ვიზუალური ვარსკვლავიერი სიდიდეა 2,4. ცეფევსის თანავარსკვლავედშია ცვალებადი ვარსკვლავი δ ცეფევსისა, რომლის მსგავს ცვალებად ვარსკვლავთა კლასს ცეფეიდები ეწოდება. დაკვირვებისათვის საუკეთესო პირობებია ივლისსა და სექტემბერში. ჩანს მთელი წლის განმავლობაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 204.