არწივის თანავარსკვლავედი
არწივის თანავარსკვლავედი (ლათ. Aquila) — ცის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს თანავარსკვლავედი, რომელიც ცის ეკვატორისა და ირმის ნახტომის გადაკვეთაზე მდებარეობს. ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავია ალტაირი. არწივის თანავარსკვლავედი მოჩანს გაზაფხულის მიწურულს, ზაფხულობით და შემოდგომის დამდეგს. ჩანს საქართველოს ტერიტორიიდანაც.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 615.
არწივის თანავარსკვლავედი ვიქსიკონში |