ქალწული (ასტროლოგია)

ქალწული () — ზოდიაქოს ნიშანი. იგი არის რიგით მეექვსე ასტროლოგიური ნიშნების სისტემაში. ზოდიაქოს პრინციპების მიხედვით, მზე ამ ნიშანში იმყოფება დაახლოებით 23 აგვისტოდან 22 (ან 23) სექტემბრამდე. ქალწულის ზოდიაქო განსხვავდება ქალწულის თანავარსკვლავედისგან, სადაც მზე 16 სექტემბრიდან 30 ოქტომბრამდე მოძრაობს. ასტროლოგიური თვალსაზრისით, ქალწულის მმართველია — მერკური. ქალწულის ზოდიაქოში „ეგზალტირებულია“ — მერკური, „დაცემულია“ — ვენერა, „გამოძევებულია“ — ნეპტუნი და იუპიტერი. მინეროლოგიური თვალსაზრისით, ქალწულის ძირითადი მინერალია: სარდიონი. მას ასევე შეესაბამება: ლაზურიტი, ნეფრიტი, იასპი, ვეფხვის თვალი.

ქალწული
სიმბოლო: ქალწული
პერიოდი (ტროპიკული): 23 აგვისტო23 სექტემბერი
პერიოდი (ვარსკვლავური): 17 სექტემბერი17 ოქტომბერი
პერიოდი (მზის): 16 სექტემბერი30 ოქტომბერი
თანავარსკვლავედი: ქალწული
სტიქია: მიწა
ჯვარი: მუტაბელური
მმართველი პლანეტა: მერკური
განდევნილი: ნეპტუნი
ეგზალტაცია: მერკური
დაცემა: ვენერა
ქალწული

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ეტლთა და შვიდთა მნათობთათვის (ასტროლოგიური თხზულება XII საუკუნისა), თბილისი, 1975;
  • ვიკტორ ნოზაძე, „ვეფხისტყაოსნის ვარსკვლავთმეტყველება“, თბილისი, 2005;
  • ზაურ ქოქრაშვილი, „ბიბლიურ პატიოსან ქვათა და ეტლთა შესახებ“, თბილისი, 2005.


ასტრონომია | ზოდიაქოს თანავარსკვლავედები | ასტროლოგია

ვერძი კურო მარჩბივი კირჩხიბი ლომი ქალწული სასწორი ღრიანკალი მშვილდოსანი თხის რქა მერწყული თევზები