იასპი (ცნობილია აგრეთვე ეშმის, ეშმის ქვის სახელწოდებით) — მასიური წვრილმარცვლოვანი ქანი, რომელიც ძირითადად ნაგებია კვარცით, ქალცედონითა და სხვადასხვა მინერალებით. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ლამაზი სანეხელავო ქვაა. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 5,5-7. გამოირჩევა სიმაგრითა და სიმტკიცით, მრავალფეროვანი შეფერილობით; კარგად კრიალდება. იასპი გაუმჭვირვალეა, აქვს კიბოსებრი ტეხილი. პოლიგენური წარმონაქმნია. საკუთრივ იასპი — მეტწილად მეტამორფიზებული კაჟბადიანი რადიოლარიული ან თიხოვან-კაჟბადიანი ნალექია, რომელიც გენეტიკურად დაკავშირებულია ეფუზივებთან და ტუფებთან. იასპის საბადოები ცნობილია რუსეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ინდოეთში, ვენესუელაში, აშშ-ში.

იასპი
იასპი
ცნობები
შედგენილობა კვარცი
ქალცედონი და სხვა
გამოიყენება სანეხელავო ქვა

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება