ლაზურიტი
ლაზურიტი — კარკასული სილიკატების წარმომადგენელი ერთ-ერთი მინერალი, ფორმულით: (Na,Ca)8[(S,Cl,SO4,OH)2|(Al6Si6O24)]. ის ფელდშპატოიდია და წარმოადგენს სოდალიტის ჯგუფის მინერალს. ლაზურიტი კრისტალდება კუბურ სინგონიაში, თუმცა სრულყოფილი ფორმის კრისტალები იშვიათად გვხვდება. ლაზურიტი წარმოადგენს „ლაპის-ლაზურის“ ძირითად კომპონენტს. იყენებენ სხვადასხვა ნაკეთობის დასამზადებლად.
ლაზურიტი | |
---|---|
![]() |
|
საერთო | |
ქიმიური ფორმულა | Na6Ca2(AlSiO4)6(SO4,S,Cl)2 |
იდენტიფიკაცია | |
ფერი | მუქი ლურჯი |
კრისტალის სინგონია | კუბური |
სიმაგრე მოოსის სკალით | 5,5 |
სიმკვრივე | 2,38 — 2,42 კგ/მ³ |