ალმანდინი
ალმანდინი (ფრანგ. Almandin), ალაბანდინი, ალმანტინი — მინერალი გრანატების ჯგუფისა. ქიმიური შედგენილობა . ხშირად შეიცავს და სხვა მინარევებს. კრისტალდება კუბურ სინგონიაში. ალმანდინის კრისტალები დოდეკაედრებია. აქვს წითელი, მურა-წითელი ან მოიისფრო-წითელი ფერი. სიმაგრე მინერალოგიური სკალით — 7-7.5, სიმკვრივე — 4100-4300 კგ/მ³. არ იტკეჩება. გვხვდება მეტამორფულ ქანებსა და პეგმატიტებში. იყენებენ სანახელავო ქვად და აბრაზიულ მასალად.
ალმანდინი | |
---|---|
საერთო | |
კატეგორია | გრანატების ჯგუფის მინერალი |
ქიმიური ფორმულა | |
იდენტიფიკაცია | |
ფერი | წითელი, მურა-წითელი ან მოიისფრო-წითელი ფერი |
კრისტალის სინგონია | კუბური |
ტკეჩადობა | არ აქვს |
სიმაგრე მოოსის სკალით | 7-7.5 |
სიმკვრივე | 4100-4300 კგ/მ³ |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 317-318.