თრიალეთის ოქროს თასი
თრიალეთის ოქროს თასი — ოქროს თასი, რომელიც აღმოჩენილია XX საუკუნის 30-40-იან წლებში თრიალეთში წალკის წყალსაცავის მშენებლობასთან დაკავშირებული არქეოლოგიური გათხრებისას.
ოქროს თასი შუა ბრინჯაოს ხანის საიუველირო საქმის შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენს. თასი ორმაგი ოქროს ფურცლისგან არის დამზადებული, რომელსაც ზედაპირზე მირჩილული აქვს ფერადი ქვები. დეკორისათვის გამოყენებულია სარდიონი და ფირუზი. თასი მორთულია ოქროსავე აპლიკაციებით. ამ უნიკალური თასის შესამკობად გამოყენებულია გავარსის ტექნიკა. მის ძირზე კი თვალბუდეებში ჩასმული ფირუზის თვლებიანი ოთხფურცლიანი ჯვრისებური გამოსახულებაა დატანილი.
თრიალეთის თასი, როგორც მას მეცნიერები უწოდებენ სრულად ასახავს საქართველოს ტერიტორიაზე ძვ. წ. II ათასწლეულში ოქრომჭედლობის განვითარების უმაღლეს დონეს[1].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ოქროს თასი თრიალეთიდან. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-04. ციტირების თარიღი: 2012-02-27.