სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კობალტი (მრავალმნიშვნელოვანი).
კობალტი
27Co
58.933
3d7 4s2

კობალტი[1][2] (ლათ. Cobaltum; ქიმიური სიმბოლო — ) — ელემენტთა პერიოდული სისტემის მეოთხე პერიოდის, მერვე ჯგუფის (მოძველებული კლასიფიკაციით — მერვე ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის, VIIIბ) ქიმიური ელემენტი. მისი ატომური ნომერია 27, ატომური მასა — 58.933, tდნ — 1495 °C, tდუღ — 2927 °C, სიმკვრივე — 8.90 გ/სმ3. მოვერცხლისფრო-თეთრი, ცოტათი მოყვითალო მოვარდისფრო ან მოლურჯო ელფერის ლითონი. არსებობს ორი კრისტალური მოდიფიკაცია: α-Co - ჰესაგონალური მჭიდროდ შეკრული მესერით, და β-Co - კუბური წახნაგცენტრირებული მესერით, გადასვლის ტემპერატურა α↔β 427 °C

კობალტი, 27Co
ზოგადი თვისებები
მარტივი ნივთიერების ვიზუალური აღწერა მოვერცხლისფრო-თეთრი
სტანდ. ატომური
წონა
Ar°(Co)
58.933194±0.000003
58.933±0.001 (დამრგვალება)
კობალტი პერიოდულ სისტემაში
წყალბადი ჰელიუმი
ლითიუმი ბერილიუმი ბორი ნახშირბადი აზოტი ჟანგბადი ფთორი ნეონი
ნატრიუმი მაგნიუმი ალუმინი სილიციუმი ფოსფორი გოგირდი ქლორი არგონი
კალიუმი კალციუმი სკანდიუმი ტიტანი ვანადიუმი ქრომი მანგანუმი რკინა კობალტი ნიკელი სპილენძი თუთია გალიუმი გერმანიუმი დარიშხანი სელენი ბრომი კრიპტონი
რუბიდიუმი სტრონციუმი იტრიუმი ცირკონიუმი ნიობიუმი მოლიბდენი ტექნეციუმი რუთენიუმი როდიუმი პალადიუმი ვერცხლი კადმიუმი ინდიუმი კალა სტიბიუმი ტელური იოდი ქსენონი
ცეზიუმი ბარიუმი ლანთანი ცერიუმი პრაზეოდიმი ნეოდიმი პრომეთიუმი სამარიუმი ევროპიუმი გადოლინიუმი ტერბიუმი დისპროზიუმი ჰოლმიუმი ერბიუმი თულიუმი იტერბიუმი ლუტეციუმი ჰაფნიუმი ტანტალი ვოლფრამი რენიუმი ოსმიუმი ირიდიუმი პლატინა ოქრო ვერცხლისწყალი თალიუმი ტყვია ბისმუტი პოლონიუმი ასტატი რადონი
ფრანციუმი რადიუმი აქტინიუმი თორიუმი პროტაქტინიუმი ურანი (ელემენტი) ნეპტუნიუმი პლუტონიუმი ამერიციუმი კიურიუმი ბერკელიუმი კალიფორნიუმი აინშტაინიუმი ფერმიუმი მენდელევიუმი ნობელიუმი ლოურენსიუმი რეზერფორდიუმი დუბნიუმი სიბორგიუმი ბორიუმი ჰასიუმი მეიტნერიუმი დარმშტადტიუმი რენტგენიუმი კოპერნიციუმი ნიჰონიუმი ფლეროვიუმი მოსკოვიუმი ლივერმორიუმი ტენესინი ოგანესონი


Co

Rh
რკინაკობალტინიკელი
ატომური ნომერი (Z) 27
ჯგუფი 9
პერიოდი 4 პერიოდი
ბლოკი d-ბლოკი
ელექტრონული კონფიგურაცია [Ar] 3d7 4s2
ელექტრონი გარსზე 2, 8, 15, 2
ელემენტის ატომის სქემა
ფიზიკური თვისებები
აგრეგეგატული მდგომ. ნსპ-ში მყარი სხეული
დნობის
ტემპერატურა
1495 °C ​(1768 K, ​​2723 °F)
დუღილის
ტემპერატურა
2927 °C ​(3200 K, ​​5301 °F)
სიმკვრივე (ო.ტ.) 8.90 გ/სმ3
სიმკვრივე (ლ.წ.) 8.86 გ/სმ3
დნობის კუთ. სითბო 16.06 კჯ/მოლი
აორთქ. კუთ. სითბო 377 კჯ/მოლი
მოლური თბოტევადობა 24.81 ჯ/(მოლი·K)
ნაჯერი ორთქლის წნევა
P (პა) 1 10 100 1 k 10 k 100 k
T (K)-ზე 1790 1960 2165 2423 2755 3198
ატომის თვისებები
ჟანგვის ხარისხი −3, −1, 0, +1, +2, +3, +4, +5
ელექტროდული პოტენციალი
ელექტრო­უარყოფითობა პოლინგის სკალა: 1.88
იონიზაციის ენერგია
  • 1: 760.4 კჯ/მოლ
  • 2: 1648 კჯ/მოლ
  • 3: 3232 კჯ/მოლ
ატომის რადიუსი ემპირიული: 125 პმ
კოვალენტური რადიუსი (rcov) 126±3 პმ

კობალტის სპექტრალური ზოლები
სხვა თვისებები
ბუნებაში გვხვდება პირველადი ნუკლიდების სახით
მესრის სტრუქტურა მჭიდრო ჰექსაგონალური
მესრის პერიოდი 5,580 Å
ბგერის სიჩქარე 4720 მ/წმ (20 °C)
თერმული გაფართოება 13.0 µმ/(მ·K) (25 °C)
თბოგამტარობა 100 ვტ/(·K)
კუთრი წინაღობა 62.4 ნომ·მ (20 °C)
მაგნეტიზმი ფერომაგნეტიკი
იუნგას მოდული 209 გპა
წანაცვლების მოდული 75 გპა
დრეკადობის მოდული 180 გპა
პუასონის კოეფიციენტი 0.31
მოოსის მეთოდი 5.0
ვიკერსის მეთოდი 1043 მპა
ბრინელის მეთოდი 470–3000 მპა
CAS ნომერი 7440-48-4
ისტორია
აღმომჩენი და პირველი მიმღებია Georg Brandt (1735)
კობალტის მთავარი იზოტოპები
იზო­ტოპი გავრცე­ლება­დობა ნახევ.
დაშლა
(t1/2)
რადიო.
დაშლა
პრო­დუქტი
56Co სინთ 77.236 დღ-ღ β+ 56Fe
57Co syn 271.811 დღ-ღ ε 57Fe
58Co syn 70.844 დღ-ღ β+ 58Fe
59Co 100% სტაბილური
60Co კვალი 5.2714 წ β, γ 60Ni

ისტორია რედაქტირება

კობალტის ნაერთები ადამიანისათვის უხსოვარი დროიდან იყო ცნობილი, ლურჯი კობალტის მინას, მინანქარს, საღებავებს პოულობენ ეგვიპტის ძველ სამაროვნებში. ტუტანხამონის საფლავში ნაპოვნი იქნა კობალტის მინის ბევრი ნატეხი, არ არის ცნობილი, თვითცნობიერად იყო დამზადებული მინა და საღებავები თუ შემთხვევით. პირველი ლურჯი საღებავები დამზადებული იქნა 1679 წელს.

სახელწოდების წარმოშობა რედაქტირება

 
კობალტის მინა

ქიმიური ელემენტის სახელწოდება - კობალტი მოდის გერმ. Kobold — ჯუჯა გნომიდან. კობალტის მინერალების გახურებისას ან გამოწვისას, რომლებიც შეიცავდნენ დარიშხანს გამოიყოფა მფრინავი შხამიანი დარიშხანის ოქსიდი. მადანს რომელიც შეიცავს ამ მინერალებს მაღაროელები უწოდებენ მთის სულს კობალდს. ძველი ნორვეგიელები თვლიდნენ, რომ ვერცხლის მომპოვებლების მოწამლვა ამ ავი სულის ნამოქმედარია.

1735 წელს შვედმა მინერალოგმა გეორგ ბრანდტმა შეძლო გამოეყო ამ მინერალისაგან ადრე უცნობი ლითონი, რომელსაც უწოდა კობალტი. მან ასევე გაარკვია, რომ სწორედ ამ ელემენტის ნაერთები ღებავენ ლურჯად მინას - ამ თვისებით სარგებლობდნენ ჯერ კიდევ უძველეს ასირიაში და ბაბილონში.

ბუნებაში რედაქტირება

დედამიწის ქერქში კობალტის მასური წილი არის 4×10−3%. კობალტი შედის შემდეგი მინერალების შემადგენლობაში: კაროლიტი CuCo2S4, ლინეიტი Co3S4, კობალტინი CoAsS, სფეროკობალტიტი CoCO3, სმალტინი CoAs2, სკუტერუდიტი (Co, Ni)As3 და სხვა. სულ ცნობილია მიახლოებით 30-მდე კობალტშემცველი მინერალი. კობალტს თან სდევს რკინა, ნიკელი, მანგანუმი და სპილენძი. კობალტის შემცველობა ზღვის წყალში არის მიახლოებით (1,7)×10−10 %.

საბადოები რედაქტირება

კობალტის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი არის — კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა[3]. ასევე არის კობალტის მდიდარი საბადიები კანადაში, აშშ-ში, საფრანგეთში, ზამბიაში, ყაზახეთში, რუსეთში.

მიღება რედაქტირება

კობალტს ძირითადად მიიღებენ ნიკელის მადნებიდან, მათი დამუშავებით გოგირდმჟავათი ან ამიაკით. ასევე გამოიყენება პირომეტალურგიის მეთოდი. თვისებებით ახლოს მდგომი ნიკელისაგან მისი გამოყოფა ხდება ქლორის მეშვეობით, კობალტის ქლორატი (Co(ClO3)2) ილექება ძირს, ხოლო ნიკელის ნაერთები რჩებიან ხსნარებში.

იზოტოპები რედაქტირება

კობალტს გააჩნია მხოლოდ ერთი სტაბილური იზოტოპი — 59Co (იზოტოპური გავრცობადობა 100). ცნობილია ასევე კობალტის კიდევ 22 რადიოაქტიური იზოტოპი.

ფიზიკური თვისებები რედაქტირება

კობალტი — მაგარი ლითონია, არსებობს ორი მოდიფიკაციის სახით. ოთახის ტემპერატურიდან 427 °C-მდე მდგრადი α-მოდიფიკაციაა. 427 °C-დან დნობის ტემპერატურამდე (1494 °C) მდგრადია კობალტის β-მოდიფიკაცია (კუბურ წახნაგცენტრირებული მესერით). კობალტი - ფერომაგნეტიკია, კიურის წერტილია - 1121 °C. მას მოყვითალო ელფერს აძლევს ოქსიდების თხელი ფენა.

ქიმიური თვისებები რედაქტირება

 
კობალტი

ოქსიდები რედაქტირება

  • ჰაერზე კობალტი იჟანგება 300 °C-ზე მეტი ტემპერატურის დროს.
  • ოთახის ტემპერატურის პირობებში მდგრადი კობალტის ოქსიდი წარმოადგენს რთულ ოქსიდს Co3O4, რომლის კლისტალურ სტრუქტურაში კვანძების ერთი ნაწილი დაკავებულია Co2+-ის იონებით, ხოლო მეორე - Co3+-ის იონებით; იშლება Co-ის წარმოქმნით 900 °C-ზე უფრო მაღალი ტემპერატურის დროს.
  • მაღალი ტემპერატურების დროს შეიძლება მივიღოთ ოქსიდის CoO-ს α-ფორმა ან β-ფორმა.
  • კობალტის ყველა ოქსიდი აღდგება წყალბადით. Со3О4 + 4Н2 → 3Со + 4Н2О.
  • კობალტის ოქსიდი (III) შეიძლება მივიღოთ, კობალტის (II)-ის ნაერთების გახურებით, მაგალითად: 2Со(ОН)2 + O2 → Co2O3 + Н2O.

სხვა ნაერთები რედაქტირება

  • გახურებისას, კობალტი რეაგირებს ჰალოგენებთან, ამასთან კობალტ (III)-ის ნაერეთები მხოლოდ ფთორთან წარმოიქმნება. 2Co + 3F2 → 2CoF3, но, Co + Cl2 → CoCl2
  • გოგირდთან კობალტი წარმოქმნის 2 სხვადასხვა მოდიფიკაციის CoS. მოვერცხლისფრო-რუხ α-ფორმას (ფხვნილების შედნობისას) და შავ β-ფორმას (ხსნარიდან გამოიყოფა ნალექის სახით.
  • CoS-ის გახურებისას გოგირდწყალბადის ატმოსფეროში წარმოიქმნება რთული სულფიდი - Со9S8
  • სხვა მჟანგავ ელემენტებთან, როგორებიცაა ნახშირბადი, ფოსფორი, აზოტი, სელენი, სილიციუმი, ბორი. კობალტი ასევე წარმოქმნის რთულ ნაერთებს, სადაც არის სხვადასხვა ჟანგვის ხარისხის 1, 2, 3 კომალტის ნარევები.
  • კობალტს ძალუძს წყალბადის გახსნა, ქიმიური ნაერთების წარმოქმნის გარეშე. ირიბი გზით სინთეზირებულია ორი სტექიომეტრული კობალთის ჰიდრიდი СоН2 და СоН.
  • კობალტის მარილების ხსნარები CoSO4, CoCl2, Со(NO3)2 წყალს აძლევენ მკრთალ ვარდისფერ შეფერილობას. კობალტის მარილების ხსნარები სპირტებში მუქი ლურჯი ფერისაა. კობალტის ბევრი მარილი უხსნადია.
  • კობალტი ქმნის კომპლექსურ ნაერთებს. ყველაზე ხშირად ამიაკის საფუძველზე. ყველაზე მდგრადი კომპლექსებია ლუტეომარილები [Co(NH3)6]3+ ყვითელი ფერის და როზეომარილები [Co(NH3)5H2O]3+ წითელი ან ვარდისფერი შეფერილობის.
  • ასევე კობალტი ქმნის კომპლექსებს CN, NO2-ის და სხვა ბევრის საფუძველზე.
  • კობალტის ქლორიდი
  • კობალტის იონური კომპლექსები

გამოყენება რედაქტირება

  • ფოლადის კობალტით ლეგირება ზრდის მის ტემპერატურაგამძლეობას, აუმჯობესებს მექანიკურ თვისებებს. კობალტის შემცველ შენადნობებიდან ამზადებენ დამმუშავებელ ინსტრუმენტებს: ბურღებს, საჭრისებს და ა.შ.
  • კობალტის შენადნობების მაგნიტური თვისებები ჰპოვებენ გამოყენებას მაგნიტური ჩაწერის აპარატურებში, ასევე ტრანსფორმატორებსა და ელექტროძრავებში.
  • მუდმივი მაგნიტების დამზადებისას ზოგჯერ გამოიყენებენ შენადნობს, რომელიც შეიცავს მიახლოებით 50 % კობალტს, ასევე ვანადიუმს ან ქრომს.
  • კობალტი გამოიყენება როგორც ქიმიური რეაქციების კატალიზატორი.
  • ლითიუმის კობალტატი გამოიყენება როგორც მაღალეფექტური დადებითი ელექტროდი ლითიუმიანი აკუმულატორების წარმოებაში.
  • კობალტის სილიციდი ძალიან კარგი თერმოელექტრული მასალაა და იძლევა საშუალებას მაღალი მ.ქ.კ.-ის თერმოელექტროგენერატორების წარმოებისა.
  • რადიოაქტიური კობალტ-60 (ნახევარდაშლის პერიოდი 5,271 წელი) გამოიყენება გამა-დეფექტოსკოპიისათვის და მედიცინაში.
  • 60Со გამოიყენება როგორც საწვავი რადიოიზოტოპიურ ენერგიის წყაროებში.

ბიოლოგიური როლი რედაქტირება

კობალტი არის ორგანიზმისათვის სასიცოცხლოდ საჭირო ერთ-ერთი მიკროელემენტი. ის შედის ვიტამინ В12-ში (კობალამინი). კობალტი მონაწილეობს სისხლის შექმნის პროცესში, ნერვიული სისტემის ფუნქციებში, ფერმენტულ რეაქციებში. ადამიანის ყოველდღიურ მოთხოვნას კობალტზე შეადგენს 0,007-0,015 მგრ-ს. ადამიანის ორგანიზმი შეიცავს 0,2 მგრ კობალტს მასის ყოველ ერთ კილოგრამზე. კობალტის უკმარისობა იწვევს აკობალტოზს.

ტოქსიკოლოგია რედაქტირება

კობალტის ჭარბი რაოდენობა ადამიანისათვის მავნეა.

1960 წლებში კობალტის მარილები გამოიყენებოდა ლუდსახარში კომპანიების მიერ ქაფის სტაბილიზაციისათვის. ისინი ვინც რეგულარულად დღეში სვამდნენ ოთხ ლიტრზე მეტ ლუდს ღებულობდნენ სერიოზულ გართულებებს გულზე და ზოგ შემთხვევაში იყო სიკვდილის შემთხვევებიც. ცნობილია ასევე ეგრეთ წოდებული კობალტური კარდიომიოპატიის შემთხვევები ლუდის სმასთან დაკავშირებით 1964-1966 წლებში ომახში (ნებრასკას შტატი), კვებეკში (კანადა), ლევენში (ბელგია), და მინეაპოლისში (მინესოტას შტატი). ამ შემთხვევების შემდეგ მისი გამოყენება ლუდის წარმოებაში შეწყვიტეს, და ახლა აკრძალულია კანონით[4][5].

კობალტის მტვრის ზღვრული დასაშვები კონცენტრაცია (ზდკ) ჰაერში არის 0,5 მგრ/მ³, სასმელ წყალში მისი დასაშვები შემცველობაა 0,01 მგრ/ლ.

ტოქსიკური დოზაა (LD50 ვირთხებისათვის) — 50 მგრ.

განსაკუთრებით ტოქსიკურია კობალტის ოქტაკარბონილის ორთქლი Со2(СО)8.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება