ცელსიუსი
ცელსიუსის გრადუსი (სიმბოლო: ) — ცელსიუსის სკალის ტემპერატურული ერთეული, რომელზეც ნორმალური ატმოსფერული წნევის დროს (101325 პა, ანუ 760 მმ ვწყ. სვ) ყინულის დნობისა და წყლის დუღილის ტემპერატურებს შორის ინტერვალი დაყოფილია 100 ტოლ ნაწილად: სახელი ეწოდა ანდერს ცელსიუსის პატივსაცემად. ტემერატურა ცელსიუსის სკალის მიხედვით გამოისახება ცელსიუსის გრადუსებით (°C). ამასთან ერთად, ყინულის დნობის ტემპერატურად მიღებულია 0°C, წყლის დუღილის ტემპერატურად კი — 100°C. 1°C = 1K (ტემპერატურის ერთეული თერმოდინამიკური სკალის მიხედვით).
ცელსიუსის გრადუსი | |
---|---|
გრადუს ცელსიუსებში მზომი თერმომეტრი | |
სტანდარტი: | SI სისტემა |
სიდიდე: | ტემპერატურა |
სიმბოლო (საერთ): | °C |
ეპონიმი: | ანდერს ცელსიუსი |
ეკვივალენტები: | |
SI სისტემის წარმოებული ერთ. | (x + 273.15) K |
სურათები ვიკისაწყობში |
ურთიერთდამოკიდებულება გრადუს ცელსიუსსა და კელვინს შორის შემდეგია:
ტემპერატურების გადაყვანის ტაბულა
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 192.