ნეპტუნიუმი
ნეპტუნიუმი |
93 Np |
[237] |
5f4 6d1 7s2 |
ნეპტუნი (ლათ. Neptunium; ქიმიური სიმბოლო — ) — პერიოდული სისტემის ქიმიური ელემენტი ატომური ნომერია; მიეკუთვნება აქტინოიდების ჯგუფს. ის პირველი ტრანსურანული ელემენტია, დედამიწაზე ის არ გვხვდება, და ხელოვნურად იქნა მიღებული ურანისაგან ბირთვული რეაქციის საშუალებით.
![]() | ||||||||||||||||||||||||||||||||
ზოგადი თვისებები | ||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ელემენტის ფერი | მოვერცხლისფრო-თეთრი | |||||||||||||||||||||||||||||||
ატომური მასის ნომერი ატომური მასა (მოლური მასა) |
სტაბილური იზოტოპის: [237] 237,048 | |||||||||||||||||||||||||||||||
ნეპტუნიუმი პერიოდულ სისტემაში | ||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||
ატომური ნომერი (Z) | 93 | |||||||||||||||||||||||||||||||
ჯგუფი | (აქტინოიდები) | |||||||||||||||||||||||||||||||
პერიოდი | პერიოდი 7 | |||||||||||||||||||||||||||||||
ბლოკი | f-ბლოკი | |||||||||||||||||||||||||||||||
ელექტრონული კონფიგურაცია | [Rn] 5f4 6d1 7s2 | |||||||||||||||||||||||||||||||
ელექტრონი გარსზე | 2, 8, 18, 32, 22, 9, 2 | |||||||||||||||||||||||||||||||
ელემენტის ატომის სქემა![]() | ||||||||||||||||||||||||||||||||
ფიზიკური თვისებები | ||||||||||||||||||||||||||||||||
აგრეგეგატული მდგომ. ნსპ-ში | მყარი სხეული | |||||||||||||||||||||||||||||||
დნობის ტემპერატურა |
639±3 °C (912±3 K, 1182±5 °F) | |||||||||||||||||||||||||||||||
დუღილის ტემპერატურა |
4174 °C (4447 K, 7545 °F) | |||||||||||||||||||||||||||||||
სიმკვრივე (ო.ტ.) | 20,45 გრ/სმ3 | |||||||||||||||||||||||||||||||
დნობის კუთ. სითბო | 5,19 კჯ/მოლი | |||||||||||||||||||||||||||||||
აორთქ. კუთ. სითბო | 336 კჯ/მოლი | |||||||||||||||||||||||||||||||
მოლური თბოტევადობა | 29,46 ჯ/(მოლი·K) | |||||||||||||||||||||||||||||||
ნაჯერი ორთქლის წნევა
| ||||||||||||||||||||||||||||||||
ატომის თვისებები | ||||||||||||||||||||||||||||||||
ჟანგვის ხარისხი | +2, +3, +4, +5, +6, +7 (an amphoteric oxide) | |||||||||||||||||||||||||||||||
ელექტროდული პოტენციალი |
Np←Np4+ −1,30 ვ Np←Np3+ −1,79 ვ | |||||||||||||||||||||||||||||||
ელექტროუარყოფითობა | პოლინგის სკალა: 1,36 | |||||||||||||||||||||||||||||||
იონიზაციის ენერგია |
| |||||||||||||||||||||||||||||||
ატომის რადიუსი | ემპირიული: 155 პმ | |||||||||||||||||||||||||||||||
კოვალენტური რადიუსი (rcov) | 190±1 პმ | |||||||||||||||||||||||||||||||
იონური რადიუსი (rion) |
(+4e) 95 (+3e) 110 პმ | |||||||||||||||||||||||||||||||
მოლური მოცულობა | 21,1 სმ3/მოლი | |||||||||||||||||||||||||||||||
![]() ნეპტუნიუმის სპექტრალური ზოლები | ||||||||||||||||||||||||||||||||
სხვა თვისებები | ||||||||||||||||||||||||||||||||
მესრის სტრუქტურა | ორთორომბული | |||||||||||||||||||||||||||||||
მესრის პერიოდი | 4,887 Å | |||||||||||||||||||||||||||||||
თერმული გაფართოება | 6,3 µმ/(მ·K) (at 25 °C) | |||||||||||||||||||||||||||||||
ხვედრითი თბოტევადობა | 29,62 ჯ/(K·მოლ) | |||||||||||||||||||||||||||||||
მაგნეტიზმი | პარამაგნეტიკი | |||||||||||||||||||||||||||||||
CAS ნომერი |
7439-99-8 | |||||||||||||||||||||||||||||||
ისტორია | ||||||||||||||||||||||||||||||||
აღმოჩენილია | Edwin McMillan and Philip H. Abelson (1940) | |||||||||||||||||||||||||||||||
ნეპტუნიუმის მთავარი იზოტოპები | ||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||
• |
ისტორიარედაქტირება
ატომის ბირთვის დაშლის თეორიის მიღებამდე, რომელმაც დაასაბუთა სინთეზირებული ხოლო მოგვიანებით რეალურად ასეთი ელემენტის არსებობა, სამჯერ იქნა განცხადებული 93-ე ელემენტის აღმოჩენა რომელიც აღმოჩნდა შეცდომა: აუსონიუმი (Ausonium) იტალიაში (ენრიკო ფერმი) და ბოჰემიუმი (Bohemium) ჩეხოსლოვაკიაში 1934 წ. და სექვანიუმი (Sequanium) რუმინეთში 1939 წ.
ნეპტუნიუმი პირველად მიღებულ იქნა ედვინ მატისონ მაკმილანის და ფილიპ ჰაუგე აბელსონის მიერ 1940 წელს.
სინთეზის რეაქცია: 238U(n,γ)239U(β−)239Np.
სახელწოდების წარმომავლობარედაქტირება
ნეპტუნიუმის სახელი მოდის პლანეტა ნეპტუნის სახელწოდებიდან.
ბუნებაშირედაქტირება
ნეპტუნიუმის ბუნებრივ წყაროებს არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ააქვს. ნეპტუნიუმს მიიღებენ ურანის დიდი ხნით დასხივების პროდუქტებიდან ბირთვულ რეაქტორებში როგორც პლუტონიუმის მიღების თანაური პროდუქტი.
მიღებარედაქტირება
ნეპტუნიუმს იღებენ ნეპტუნიუმის ფტორიდის აღდგენით ბარიუმის ორთქლით 1600 К ტემპერატურაზე:
თვისებებირედაქტირება
ელემენტარული ნეპტუნიუმი — ჭედადი, შედარებით რბილი ლითონია მოვერცხლისფრო ბზინვარებით.
ნაერთებში ავლენს +2-დან +7-მდე ჟანგვის ხარისხს. ხსნარებში ნეპტუნიუმი წარმოქმნის იონებს Np3+, Np4+, NpO2+, NpO22+ და NpO53−.
ნეპტუნიუმის იონებს აქვთ მიდრეკილებაჰიდროლიზისაკენ და კომპლექსწარმოქმნისკენ.
იზოტოპებირედაქტირება
ნეპტუნიუმის ზოგიერთი იზოტოპის რადიოაქტიური თვისებები:
მასური რიცხვი | ნახევარდაშლის პერიოდი | დაშლის ტიპი |
---|---|---|
231 | 50 წთ. | α |
232 | 13 წთ. | ელექტრ. მიტაცება |
233 | 35 წთ | α (1 %), ელექტრონ. მიტაცებაт (99 %) |
234 | 4,4 დღე | α (1 %), ელექტრონ. მიტაცება (99 %) |
235 | 410 დღე | β+ (1 %), ელექტრონ. მიტაცება (99 %) |
236 | 5000 წელი | α |
237 | 2,20×106 წელი | α |
238 | 2,1 დღე | β− |
239 | 2,33 დღე | β− |
240 | 7,3 წთ. | β− |
241 | 16 წთ. | β− |
გამოყენებარედაქტირება
გამოიყენება პლუტონიუმის მისაღებად.
ფიზიოლოგიური ქმედებარედაქტირება
რადიოაქტიური დაშლისას ნეპტუნიუმი უშვებს მაღალენერგეტიკულ α-ნაწილაკებს და საშუალო ენერგიის β-ნაწილაკებს. ნეპტუნიუმის ფიზიოლოგიური ქმედება დამოკიდებულია მის ვალენტურ მდგომარეობაზე და ორგანიზმში მოხვედრის გზაზე. ნეპტუნიუმის 60—80 % გროვდება ძვლებში, ხოლო ნეპტუნიუმის ორგანიზმიდან რადიობიოლოგიური ნახევრადგამოყვანის პერიოდი შეადგენს 200 წელს. ეს იწვევს ძვლოვანი ქსოვილის სერიოზულ რადიაციულ დაზიანებას.
ნეპტუნიუმის რადიოაქტიურობა უფრო დაბალია ვიდრე პლუტონიუმისა, ნაკლები კუთრი აქტივობის გამო.
ორგანიზმში ნეპტუნიუმის იზოტოპების ზღვრული დასაშვები რაოდენობაა: 237Np — 0,06 მკკიური (100 მკგ), 238Np, 239Np — 25 მკკიური (10−4 მკგ).
237Np-სათვის ზღვრული დასაშვები კონცენტრაცია სამუშაო შენობების ჰაერში არის 2,6×10−3 ბკ/მ³.