ჰოლმიუმი
ჰოლმიუმი |
67Ho |
164.93 |
4f11 6s2 |
ჰოლმიუმი[1][2] (ლათ. Holmium; ქიმიური სიმბოლო — ) — ელემენტთა პერიოდული სისტემის მეექვსე პერიოდის, ჯგუფგარეშე (ძველი კლასიფიკაციით მესამე ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის, IIIბ) ქიმიური ელემენტი. განეკუთვნება ლანთანოიდების ოჯახს. ატომური ნომერია — 67, ატომური მასა — 164.93, tდნ — 1461 °C, tდუღ — 2600 °C, სიმკვრივე — 8.79 გ/სმ3. რბილი მოვერცხლისფრო-თეთრი ლითონი. ბუნებაში გვხვდება ჰოლიუმის ერთი მდგრადი იზოტოპი . 1879 წელს აღმოაჩინა შვედმა ქიმიკოსმა პ. კლევემ ჰოლმიუის „მიწის“ — ჰოლმიუმის ოქსიდის სახით. ჰოლმიუმის შემცველობა დედამიწის ქერქში მასის მიხედვით ×10−4 %-ია. ჰოლმიუმის ჟანგვის ხარისხია +3. ჰაერზე იჟანგება, ოთახის ტემპერატურაზე მოქმედებს წყალთან, 1.7, , , გახურებისას — , , , . ღებულობენ ფთორიდების ან ქლორიდების ლითონთერმული აღდგენით. ჰოლმიუმი მაგნიტური შენადნობების კომპონენტია , , ერთად.
![]() | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ზოგადი თვისებები | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მარტივი ნივთიერების ვიზუალური აღწერა | რბილი მოვერცხლისფრო-თეთრი ლითონი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სტანდ. ატომური მასა Ar°(Ho) |
164.930329±0.000005 164.93±0.01 (დამრგვალებული) | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ჰოლმიუმი პერიოდულ სისტემაში | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ატომური ნომერი (Z) | 67 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პერიოდი | 6 პერიოდი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ბლოკი |
![]() | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ელექტრონული კონფიგურაცია | [Xe] 4f11 6s2 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ელექტრონი გარსზე | 2, 8, 18, 29, 8, 2 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ელემენტის ატომის სქემა![]() | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ფიზიკური თვისებები | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აგრეგეგატული მდგომ. ნსპ-ში | მყარი სხეული | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დნობის ტემპერატურა |
1461 °C (1734 K, 2662 °F) | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დუღილის ტემპერატურა |
2600 °C (2873 K, 4712 °F) | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სიმკვრივე (ო.ტ.) | 8.79 გ/სმ3 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სიმკვრივე (ლ.წ.) | 8.34 გ/სმ3 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დნობის კუთ. სითბო | 17.0 კჯ/მოლი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აორთქ. კუთ. სითბო | 251 კჯ/მოლი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მოლური თბოტევადობა | 27.15 ჯ/(მოლი·K) | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ნაჯერი ორთქლის წნევა
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ატომის თვისებები | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ჟანგვის ხარისხი | 0, +1, +2, +3 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ელექტროდული პოტენციალი |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ელექტროუარყოფითობა | პოლინგის სკალა: 1.23 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
იონიზაციის ენერგია |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ატომის რადიუსი | ემპირიული: 176 პმ | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
კოვალენტური რადიუსი (rcov) | 192±7 პმ | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მოლური მოცულობა | 18.7 სმ3/მოლი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
![]() ჰოლმიუმის სპექტრალური ზოლები | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სხვა თვისებები | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ბუნებაში გვხვდება | პირველადი ნუკლიდების სახით | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მესრის სტრუქტურა | მჭიდრო ჰექსაგონალური | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მესრის პერიოდი | 3.577 Å | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ბგერის სიჩქარე | 2760 მ/წმ (20 °C) | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თერმული გაფართოება | 11.2 µმ/(მ·K) | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თბოგამტარობა | 16.2 ვტ/(მ·K) | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
კუთრი წინაღობა | 814 ნომ·მ | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მაგნეტიზმი | პარამაგნეტიკი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
იუნგას მოდული | 64.8 გპა | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
წანაცვლების მოდული | 26.3 გპა | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დრეკადობის მოდული | 40.2 გპა | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პუასონის კოეფიციენტი | 0.231 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ვიკერსის მეთოდი | 410–600 მპა | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ბრინელის მეთოდი | 500–1250 მპა | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
CAS ნომერი | 7440-60-0 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ისტორია | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აღმომჩენია | Jacques-Louis Soret and Marc Delafontaine (1878) | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ჰოლმიუმის მთავარი იზოტოპები | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||
• |
ისტორიარედაქტირება
1879 წელს შვეიცარიელმა ქიმიკოსმა და ფიზიკოსმა ჯ. ლ. სორემ "ერბიუმის მიწის" სპექტრალური ანალიზის მეთოდით აღმოაჩინა ახალი ელემენტი.
სახელწოდების წარმომავლობარედაქტირება
ელემენტს სახელწოდება მისცა შვედმა ქიმიკოსმა პ. ტ. კლევემ სტოკჰოლმის პატივსაცემად (მისი ძველი ლათინური სახელწოდება Holmia), ის მინერალი საიდანაც კლევემ გამოჰყო 1879 წელს ახალი ელემენტის ოქსიდი, ნაპოვნი იყო შვედეთის დედაქალაქთან ახლოს.
ბუნებაშირედაქტირება
დედამიწის ქერქში ჰოლმიუმის შემცველობა მასის მიხედვით არის 1,3×10−4 %, ზღვის წყალში 2,2×10−7 %. სხვა იშვიათმიწა ლითონებთან ერთად შეიცავს მინერალები მონაციტი, ბასტენეზიტი, ევქსენიტი, აპატიტი და გადოლინიტი.
კოსმოსურ ობიექტებს შორის ჰომიუმის ანომალურად მაღალი შემცველობით გამოირჩევა პშიბილსკის ვარსკვლავი.
საბადოებირედაქტირება
ჰოლმიუმი შედის ლანთანოიდების შემადგენლობაში, რომლებიც გვხვდება აშშ-ში, ყაზახეთში, რუსეთში, უკრაინაში, ავსტრალიაში, ბრაზილიაში, ინდოეთში, სკანდინავიაში.
მიღებარედაქტირება
მიიღებენ ჰოლმიუმის ფტორიდის HoF3-ის აღდგენით კალციუმით.
ღირებულებარედაქტირება
99-99,99 % სიწმინდის ჰოლმიუმის ოქსიდის ფასები 2006 წელს შეადგინა 120—191 დოლარი 1 კგ.
ქიმიური თვისებებირედაქტირება
ჰოლმიუმი ნელა იჟანგება ჰაერზე, Ho2O3-ის წარმოქმნით. ურთიერთქმედებს მჟავეებთან (HF-ის გარდა), და წარმოქმნის მარილებს Ho3+. გახურებისას რეაგირებს ქლორთან, ბრომთან, აზოტთან და წყალბადთან. მდგრადია ფთორის ზემოქმედების მიმართ.
გამოყენებარედაქტირება
ჰოლმიუმი მონოიზოტოპური ელემენტია (ჰოლმიუმ-165).
ზეძლიერი მაგნიტური ველების მიღებარედაქტირება
ზეწმინდა ჰოლმიუმი გამოიყენება ზეგამტარი მაგნიტების პოლუსის ბუნიკების დასამზადებლად ზემძლავრი მაგნიტური ველების მიღებისათვის. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ასევე ჰოლმიუმ-ერბიუმის შენადნობი.
იზოტოპებირედაქტირება
ჰომიუმის რადიოაქტიური იზოტოპი — ჰოლმიუმ-166 გამოიყენება ანალიტიკურ ქიმიაში როგორც რადიოაქტიური ინდიკატორი.
მეტალურგიარედაქტირება
ჰოლმიუმის დამატება ალუმინის შენადნობებში მკვეთრად ამცირებს მათში აირების შემცველობას.
ლაზერული მასალებირედაქტირება
ჰოლმიუმის იონები გამოიყენება ლაზერული გამოსხივების გენერაციისათვის სპექტრის ინფრაწითელ სეგმენტში, ტალღების სიგრძე — 2,05 მკ.
თერმოელექტრული მასალებირედაქტირება
ჰოლმიუმის მონოტელურიდის თერმო-ე.მ.ძ შეადგენს 40 მკვ/К.
ბირთვული ენერგეტიკარედაქტირება
ჰოლმიუმის ბორატი გამოიყენება ატომურ ტექნიკაში.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ დოლიძე ვ., ციციშვილი ვ., „ოთხენოვანი ქიმიური ლექსიკონი“, თბ., 2004, გვ. 58
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 681.