პიერ თეადორ კლევე (შვედ. Per Teodor Cleve; დ. 10 თებერვალი, 1840 — გ. 18 ივნისი, 1905) — შვედი ქიმიკოსი, ბიოლოგი, მინერალოგი და ოკეანოგრაფი . ცნობილია ქიმიური ელემენტების ჰოლმიუმისა და თულიუმის აღმოჩენით.

პიერ თეადორ კლევე
დაბ. თარიღი 10 თებერვალი, 1840(1840-02-10)[1] [2]
დაბ. ადგილი Storkyrkoförsamlingen[3]
გარდ. თარიღი 18 ივნისი, 1905(1905-06-18)[1] [2] [4] (65 წლის)
გარდ. ადგილი უფსალა[1] [4] ან უფსალა[5]
დასაფლავებულია უფსალის ძველი სასაფლაო[6]
მოქალაქეობა  შვედეთი
საქმიანობა ქიმიკოსი[1] , მინერალოგი[1] , ზოოლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი, გეოლოგი, მეცნიერი[5] , ბოტანიკოსი, ბიოლოგი და ოკენოგრაფი
მუშაობის ადგილი უფსალის უნივერსიტეტი[1]
ალმა-მატერი უფსალის უნივერსიტეტი
მეუღლე Alma Cleve[1]
შვილ(ებ)ი Astrid Cleve[3] , Agnes Cleve-Jonand[3] და Célie Brunius[3]
ჯილდოები დევის მედალი[7]

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა სტოკჰოლმში 1840 წელს. 1863 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი უფსალას უნივერსიტეტში, რის შემდეგ იყო უნივერსიტეტის ქიმიის ასისტენტ-პროფესორი. მოგვიანებით გახდა ზოგადი და სასოფლო-სამეურნეო ქიმიის პროფესორი. 1874 წელს მან წამოაყენა თეორია, რომ დიდმიუმი იყო ფაქტობრივად ორი ელემენტი; ეს თეორია დადასტურდა 1885 წელს, როდესაც კარლ აუერ ფონ უელსბახმა აღმოაჩინა ნეოდიმი და პრაზეოდიმი.

1879 წელს კლევემ აღმოაჩინა ჰოლმიუმი და თულიუმი. მისი სხვა წვლილი ქიმიაში მოიცავს ამინოფთალენსულფონური მჟავების აღმოჩენას, ასევე ცნობილი როგორც კლევეს მჟავები. 1890 წლიდან ყურადღება გაამახვილა ბიოლოგიურ კვლევებზე. მან შეიმუშავა გვიანდელი გამყინვარების და პოსტყინულოვანი საბადოების ასაკისა და რიგის დადგენის მეთოდი საბადოებში არსებული დიატომის ნამარხების ტიპებიდან და დაწერა მნიშვნელოვანი ტექსტი ოკეანოგრაფიის დარგში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • хhttp://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=14&t=111656 კლევე პიერ ტოდორ - (1840-1905 წ.წ.)] — უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი