თულიუმი
თულიუმი |
69Tm |
168.93 |
4f13 6s2 |
თულიუმი[1][2] (ლათ. Thulium; ქიმიური სიმბოლო — ) — ელემენტთა პერიოდული სისტემის მეექვსე პერიოდის, ჯგუფგარეშე (ძველი კლასიფიკაციით მესამე ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის, IIIბ) ქიმიური ელემენტი. განეკუთვნება ლანთანოიდების ოჯახს. ატომური ნომერია — 69, ატომური მასა — 168.93, tდნ — 1545 °C, tდუღ — 1950 °C, სიმკვრივე — 9.32 გ/სმ3. ღია-ვერცხლისფერი ლითონი. ბუნებრივი თულიუი შედგება ერთი სტაბილური იზოტოპისაგან. ნაერთებში სამვალენტოვანია.
ზოგადი თვისებები | ||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მარტივი ნივთიერების ვიზუალური აღწერა | ღია-ვერცხლისფერი ლითონი | |||||||||||||||||||||||||||||||
სტანდ. ატომური წონა Ar°(Tm) |
168.934219±0.000005 168.93±0.01 (დამრგვალებული) | |||||||||||||||||||||||||||||||
თულიუმი პერიოდულ სისტემაში | ||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||
ატომური ნომერი (Z) | 69 | |||||||||||||||||||||||||||||||
პერიოდი | 6 პერიოდი | |||||||||||||||||||||||||||||||
ბლოკი | f-ბლოკი | |||||||||||||||||||||||||||||||
ელექტრონული კონფიგურაცია | [Xe] 4f13 6s2 | |||||||||||||||||||||||||||||||
ელექტრონი გარსზე | 2, 8, 18, 31, 8, 2 | |||||||||||||||||||||||||||||||
ელემენტის ატომის სქემა | ||||||||||||||||||||||||||||||||
ფიზიკური თვისებები | ||||||||||||||||||||||||||||||||
აგრეგეგატული მდგომ. ნსპ-ში | მყარი სხეული | |||||||||||||||||||||||||||||||
დნობის ტემპერატურა |
1545 °C (1818 K, 2813 °F) | |||||||||||||||||||||||||||||||
დუღილის ტემპერატურა |
1950 °C (2223 K, 3542 °F) | |||||||||||||||||||||||||||||||
სიმკვრივე (ო.ტ.) | 9.32 გ/სმ3 | |||||||||||||||||||||||||||||||
სიმკვრივე (ლ.წ.) | 8.56 გ/სმ3 | |||||||||||||||||||||||||||||||
დნობის კუთ. სითბო | 16.84 კჯ/მოლი | |||||||||||||||||||||||||||||||
აორთქ. კუთ. სითბო | 191 კჯ/მოლი | |||||||||||||||||||||||||||||||
მოლური თბოტევადობა | 27.03 ჯ/(მოლი·K) | |||||||||||||||||||||||||||||||
ნაჯერი ორთქლის წნევა
| ||||||||||||||||||||||||||||||||
ატომის თვისებები | ||||||||||||||||||||||||||||||||
ჟანგვის ხარისხი | 0, +1, +2, +3 | |||||||||||||||||||||||||||||||
ელექტროდული პოტენციალი |
| |||||||||||||||||||||||||||||||
ელექტროუარყოფითობა | პოლინგის სკალა: 1.25 | |||||||||||||||||||||||||||||||
იონიზაციის ენერგია |
| |||||||||||||||||||||||||||||||
კოვალენტური რადიუსი (rcov) | 190±10 პმ | |||||||||||||||||||||||||||||||
თულიუმის სპექტრალური ზოლები | ||||||||||||||||||||||||||||||||
სხვა თვისებები | ||||||||||||||||||||||||||||||||
ბუნებაში გვხვდება | პირველადი ნუკლიდების სახით | |||||||||||||||||||||||||||||||
მესრის სტრუქტურა | მჭიდრო ჰექსაგონალური | |||||||||||||||||||||||||||||||
თერმული გაფართოება | 13.3 µმ/(მ·K) | |||||||||||||||||||||||||||||||
თბოგამტარობა | 16.9 ვტ/(მ·K) | |||||||||||||||||||||||||||||||
კუთრი წინაღობა | 676 ნომ·მ | |||||||||||||||||||||||||||||||
მაგნეტიზმი | პარამაგნეტიკი (300 K) | |||||||||||||||||||||||||||||||
მაგნიტური ამთვისებლობა | 500×10−6 სმ3/მოლ +25 | |||||||||||||||||||||||||||||||
იუნგას მოდული | 74.0 გპა | |||||||||||||||||||||||||||||||
წანაცვლების მოდული | 30.5 გპა | |||||||||||||||||||||||||||||||
დრეკადობის მოდული | 44.5 გპა | |||||||||||||||||||||||||||||||
პუასონის კოეფიციენტი | 0.213 | |||||||||||||||||||||||||||||||
ვიკერსის მეთოდი | 470–650 მპა | |||||||||||||||||||||||||||||||
ბრინელის მეთოდი | 470–900 მპა | |||||||||||||||||||||||||||||||
CAS ნომერი | 7440-30-4 | |||||||||||||||||||||||||||||||
ისტორია | ||||||||||||||||||||||||||||||||
სახელწოდება მომდინარეობს | after Thule, a mythical region in Scandinavia | |||||||||||||||||||||||||||||||
აღმომჩენია | პიერ თეადორ კლევე (1879) | |||||||||||||||||||||||||||||||
თულიუმის მთავარი იზოტოპები | ||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||
• |
ისტორია
რედაქტირებათულიუმი აღმოჩენილი იქნა შვედი ქიმიკოსის პ. ტ. კლევემ 1879 წელს ერბიუმის ოქსიდის Er2O3 მინარევების გამოკვლევებისას. ამავე მეთოდის კ. გ. მოსანდერმა აღმოაჩინა სხვა იშვიათმიწა ლითონები. კლევემ მინარევების გამოყოფისას მიიღო ორი ჟანგი - ყავისფერი ჰოლმიუმის ოქსიდი და მწვანე თულიუმის ოქსიდი. 1911 წელს თ. ი. რიჩარდსმა მიიღო ელემენტი სუფთა სახით და გზომა მისი ატომური მასა.
სახელწოდების წარმომავლობა
რედაქტირებაუცნობი ელემენტის ოქსიდის გამოყოფისას პ. კლევემ მისცა მას სახელწოდება Thulium ჩრდილოეთ ევროპაში არსებული ლეგენდარული კუნძულის ტულეს (ძვ. ბერძნ. Θούλη, ლათ. Thule) პატივსაცემად, სკანდინავიის უძველესი სახელწოდება.
მიღება
რედაქტირებალითონური თულიუმი მიიღება TmF3-ის მეტალოთერმული აღდგენით კალციუმის გამოყენებით: 2TmF3 + 3Ca = 3CaF2 + 2Tm
ბუნებაში
რედაქტირებათულიუმი წარმოადგენს იშვიათ ელემენტს, მისი შემცველობა დედამიწის ქერქში არის მასის 2,7 ×10−5%, ზღვის წყალში — 10−7 მგრ/ლ. სხვა იშვიათმიწა ელემენტებთან ერთად თულიუმი არის ისეთ მინერალებში როგორიცაა ქსენოტიმი, ევქსენიტი, მონაციტი, ლოპარიტი და სხვა.
ღირებულება
რედაქტირება>99,9 % -ის სიწმინდის ლითონური თულიუმის ფასი შეადგენს მიახლოებით 2,2 ათასი დოლარი 1 კგ, 99,9 %-ის სიწმინდის თულიუმის ოქსიდის ფასია — 1,1 ათასი დოლარი 1 კგ-ზე[3].
იზოტოპი თულიუმ-170 გამოიყენება სამედიცინო პორტატული რენტგენის დანადგარის დასამზადებლად, ასევე მეტალოდეფექტოსკოპიაში. შედარებით ეხლახან შემოთავაზებული იქნა როგორც საწვავი ენერგიის რადიოიზოტოპიურ წყაროებში.
გამოიყენებიან ფეროძოწების წარმოებაში ინფორმაციის მატარებლებისათვის.
თულიუმის იონები გამოიყენებიან ინფრაწითელი გამოსხივების (ტალღების სიგრძე - 1,91 მკმ გენერაციისათვის. ამას გარდა ლითონური თულიუმის წყვილები გამოიყენებიან ლაზერული გამოსხივების აღსაგზნებლად (ტალღების გადაკეთებადი სიგრძით (სიხშირით).
თულიუმის მონოტელურიდს აქვს ძალიან მაღალი თერმო-ე.მ.ძ (700 მკვ/К) და მის საფუძველზე დამზადებული თერმოელექტროგარდამქმნელების მარგი ქმედების კოეფიციენტიც ძალიან მაღალია (თულიუმზე ფასის დაწევის შემთხვევაში მისი გამოყენება თერმოელემენტების წარმოებაში მკვეთრად იმატებს). ამას გარდა თულიუმის ტელურიდი გამოიყენება ტყვიის ტელურიდის ნახევარგამტარობის თვისებების რეგულირებისათვის (მოდიფიკატორი).
თულიუმის ბორატი გამოიყენება ატომურ ტექნიკაში (სპეციალური მინანქრები).