ფრანციუმი
87Fr 223,0197 [Rn] 7s1 ფრანციუმი |
ფრანციუმი, ადრე ცნობილი როგორც ეკა-ცეზიუმი და აქტინიუმ კ — ქიმიური ელემენტი, რომლის სიმბოლოა Fr და ატომური რიცხვი 87. მას ყველა ცნობილ ელემენტთა შორის ყველაზე დაბალი ელექტრონეგატიურობა ახასიათებს და მეორე ყველაზე იშვიათი ელემენტია ბუნებაში (ასტატის შემდეგ). ფრანციუმი მაღალი რადიოაქტიურობის ლითონია და ასტატად, რადიუმად და რადონად იშლება. როგორც ტუტე ლითონს, მას ერთვალენტიანი ელექტრონი აქვს.