იონიზაციის ენერგია
იონიზაციის ენერგია — კავშირის ენერგიის ერთ-ერთი სახეობაა ან, როგორც მას ზოგჯერ უწოდებენ, პირველი იონიზაციის პოტენციალი (I1) (მრავალელექტრონიანი ატომისათვის არსებობს მეორე, მესამე და ა.შ. იონიზაციის პოტენციალები, რომლებიც წარმოადგენენ ელექტრონის მოცილების ენერგიას მისი თავისუფალი კათიონისაგან მუხტით +1, +2 და ა.შ. ეს იონიზაციის პოტენციალები, როგორც წესი, ნაკლებად მნიშვნელოვანია ქიმიური ელემენტის დასახასიათებლად), წარმოადგენს უმცირეს ენერგიას, რომელიც საჭიროა თავისუფალი ატომიდან ელექტრონის მოსაცილებლად, მის დაბალ ენერგეტიკულ (ძირითად) მდგომარეობიდან უსასრულობაში. იონიზაციის ენერგია წარმოადგენს ატომის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებელს, რომელზედაც მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ატომებს შორის შექმნილი ქიმიური კავშირის ბუნება და სიმტკიცე. ატომის იონიზაციის ენერგიისაგან მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ასევე შესაბამისი მარტივი ნივთიერების აღმდგენი თვისებები. ატომის იონიზაციის ენერგიაზე არსებითი გავლენა აქვს შემდეგ ფაქტორებს:
- ბირთვის ეფექტიანი მუხტი, რომელიც წარმოადგენს ატომში ელექტრონების რიცხვის ფუნქციას, ეკრანირირებს ბირთს და უფრი ღრმად მდებარე ორბიტალებზე;
- რადიალური მანძილი ბირთვიდან ელექტრონამდე რომელიც ატომის ბირთვათნ ყველაზე სუსტადაა დაკავშირებული და იონიზაციისას ტოვებს მას;
- ელექტრონის შეღწევადობის უნარის ზომა;
- გარე (ვალენტური) ელექტრონების, ელექტრონებსშორისი განზიდვა.
იონიზაციის ენერგიაზე აქვს გავლენა ასევე ნაკლებად მნიშვნელოვან ფაქტორებს, როგორებიცაა, კვანტურმექანიკური გაცვლითი ურთიერთქმედებები, ზურგის და მუხტის კორელაცია და სხვა.
იონიზაციის ენერგიას ყოველთვის აქვს ენდოენერგეტიკული მნიშვნელობა (ეს გასაგებიცაა, რათა მოვწყვიტოთ ელექტრონი ატომს, საჭიროა მოვდოთ ენერგია მას, და თავისით ეს ვერ მოხდება).
ელემენტი | I1 | I2 | I3 | I4 | I5 | I6 | I7 |
---|---|---|---|---|---|---|---|
Na | 495,8 | 4564 | — | — | — | — | — |
Mg | 737,7 | 1451 | 7730 | — | — | — | — |
Al | 577,6 | 1817 | 2744 | 11600 | — | — | — |
Si | 786,5 | 1577 | 3228 | 4350 | 16100 | — | — |
P | 1011,8 | 1904 | 2910 | 4950 | 6270 | 21200 | — |
S | 999,6 | 2253 | 3380 | 4565 | 6950 | 8490 | 27000 |
Cl | 1251,2 | 2296 | 3850 | 5160 | 6560 | 9360 | 11000 |
Ar | 1520,6 | 2666 | 3946 | 5770 | 7230 | 8780 | 12000 |
შენიშვნები
რედაქტირება- ↑ ს.ნ. ახმეტოვი არაორგანული ქიმიის კურსის აქტუალური კითხვები. — მ.:პროსვეშენიე, 1991. — 224 ფ. ISBN 5-09-002630-0. 36