ბეტა-დაშლა
ბეტა-დაშლა (β-დაშლა) — ატომის ბირთვის რადიოაქტიური დაშლა, რომელსაც თან ახლავს ბირთვიდან ელექტრონის ან პოზიტრონის გამოტყორცნა. ეს პროცესი განპირობებულია ბირთვის ერთ-ერთი ნუკლონის თავისთავადი გარდაქმნით სხვა სახის ნუკლონად, მაგალითად ნეიტრონის () გარდაქმნით პროტონად () ან პროტონისა — ნეიტრონად. პირველ შემთხვევაში ბირთვიდან გამოიტყორცნება ელექტრონი () — ხდება ე. წ. შეუძლებელია გამონათქვამის გარჩევაშ (MathML თუ შესაძლებელია (ექსპერიმენტული): Invalid response ("Math extension cannot connect to Restbase.") from server "http://localhost:6011/ka.wikipedia.org/v1/":): {\displaystyle \text{β}^-} -დაშლა; მეორე შემთხვევაში ბირთვიდან გამოიტყორცნება პოზიტრონი () — ხდება ე. წ. -დაშლა.
ბეტა-დაშლის დროს გამოტყორცნილი ელექტრონებისა და პოზიტრონების საერთო სახელწოდებაა ბეტა-ნაწილაკები. ნუკლონთა ურთიერთგარდაქმნადობას თან სდევს კიდევ ერთი ნაწილაკის — ნეიტრინოს () გამოსხივება -დაშლისას ან ანტინეიტრინოს () გამოსხივება -დაშლისას.
β−-დაშლა რედაქტირება
-დაშლისას ბირთვში პროტონების (Z) რიცხვი ერთით იზრდება, ხოლო ნეიტრონებისა — ერთით მცირდება. ბირთვის A მასური რიცხვი, რომელიც ბირთვში შემავალ ნუკლონთა საერთო რიცხვს უდრის, უცვლელი რჩება. ბირთვი-პროდუქტი წარმოადგენს პირვანდელი ბირთვის იზობარს, რომელიც ელემენტთა პერიოდულ სისტემაში მის მეზობლად, მარჯვნივ მდებარეობს.
β+-დაშლა რედაქტირება
-დაშლისას, პირიქით, პროტონების რიცხვი ერთით მცირდება, ნეიტრონებისა კი ერთით იზრდება. წარმოიქმნება იზობარი, რომელიც პირვანდელი ბირთვის მეზობლად, მარცხნივ მდებარეობს. -დაშლის მარტივი მაგალითია თავისუფალი ნეიტრონის გარდაქმნა პროტონად ელექტრონისა და ანტინეიტრინოს გამოსხივებით (ნეიტრონის ნახევარდაშლის პერიოდი წთ):
- .
-დაშლის მაგალითია აგრეთვე ნახშირბადის იზოტოპის დაშლა:
- ,
- .
ეს პროცესი შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც ბმული პროტონის დაშლა . ამ შემთხვევაში ნახშირბადის ბირთვი გარდაიქმნება პერიოდულ სისტემაში მისი წინმდგომი ელემენტის — ბორის ბირთვად.
ბეტა-დაშლას ადგილი აქვს, როგორც ბუნებრივად რადიოაქტიური, ისე ხელოვნურად რადიოაქტიური იზოტოპებისათვის. იმისათვის, რომ ბირთი არამდგრადი იყოს β-გარდაქმნის ერთ-ერთი ტიპის მიმართ, რეაქციის განტოლების მარცხენა ნაწილის ნაწილაკთა მასების ჯამი მეტი უნდა იყოს გარდაქმნის პროდუქტების მასათა ჯამზე. ამიტომ ბეტა-დაშლისას ხდება ენერგიის გამოყოფა. ბეტა-დაშლის ენერგია შეიძლება გამოვითვალოთ მასათა ამ განსხვავებისა და შეუძლებელია გამონათქვამის გარჩევაშ (MathML თუ შესაძლებელია (ექსპერიმენტული): Invalid response ("Math extension cannot connect to Restbase.") from server "http://localhost:6011/ka.wikipedia.org/v1/":): {\displaystyle E=mc^2} თანაფარდობის გამოყენებით, სადაც სინათლის სიჩქარეა ვაკუუმში. -დაშლისას , სადაც შეუძლებელია გამონათქვამის გარჩევაშ (MathML თუ შესაძლებელია (ექსპერიმენტული): Invalid response ("Math extension cannot connect to Restbase.") from server "http://localhost:6011/ka.wikipedia.org/v1/":): {\displaystyle M_z} და ნეიტრალური ატომების მასებია. -დაშლისას ნეიტრალური ატომი თავის გარსიდან კარგავს ერთ-ერთ ელექტრონს და ამიტომ , სადაც შეუძლებელია გამონათქვამის გარჩევაშ (MathML თუ შესაძლებელია (ექსპერიმენტული): Invalid response ("Math extension cannot connect to Restbase.") from server "http://localhost:6011/ka.wikipedia.org/v1/":): {\displaystyle m_e} ელექტრონის მასაა.
ბეტა-დაშლის ენერგია ნაწილდება სამ ნაწილაკს შორის. ესენია: ელექტრონი (ან პოზიტრონი), ანტინეიტრინო (ან ნეიტრინო) და ბირთვი. თითოეულ მსუბუქ ნაწილაკს შეუძლია წაიღოს ნებისმიერი ენერგია 0-დან -მდე, ე. ი მათი ენერგეტიკული სპექტრი უწყვეტია. მხოლოდ K-ჩაჭერისას მიაქვს ნეიტრინოს ყოველთვის ერთი და იგივე ენერგია.
იხილეთ აგრეთვე რედაქტირება
ლიტერატურა რედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 342-343.