მასური რიცხვი (აღნიშვნა: A) — ნუკლონების (პროტონებისა და ნეიტრონების) რიცხვი ატომის ბირთვში. ჩვეულებრივ აღნიშნავენ A ასოთი და ელემენტის სიმბოლოსთან წერენ მარცხნივ, ზემოთ, მაგალითად, ნიშნავს გოგირდს A=32 მასური რიცხვის მქონე იზოტოპს. მასური რიცხვითა და ელემენტარული ელექტრული მუხტის ერთეულებით გამოსახული ბირთვის Z მუხტით განისაზღვრება ატომის ბირთის შემადგენლობა: Z პროტონი და (A-Z) ნეიტრონი. მასის ატომური ერთეულებით გამოსახული და უახლოეს მთელ რიცხვამდე დამრგვალებული ნებისიერი ატომის მასა რიცხობრივად უდრის მის მასურ რიცხვს.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება