ნიკელი
ნიკელი - ქიმიური ელემენტი, რომელიც აღინიშნება სიმბოლოთი Ni (ლათ. Niccolum - წარმოდგება გერნმანული სახელწოდებიდან "რუდი" -კუფვერნიკელი[1]) და მისი ატომური ნომერია 28. მოვერცხლოსფრო-თეთრი მბზინვარე ლითონი მცირე ოქროსფერი შეფერილობით ერთ-ერთია იმ ოთხი ფერომაგნიტურ ელემენტებს შორის, რომლებიც არსებობენ ოთახის ტემპერატურაზე; დანარჩენი სამია რკინა, კობალტი და გადოლინიუმი. იგი იმყოფება ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის მეათე ჯგუფში.
28 | Ni |
58,6934 | [Ar] 3d8 4s2 |
ნიკელი |
ნიკელის გამიყენების მაგალითები ცნობილია ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე 3500 წლის წინათ, მაგრამ პირველად გამოყო და მისი ქიმიურ ელემენტად კლასიფიკაცია მოახდინა შვედმა ქიმიკოსმა კროონსტეტმა 1751 წელს,[1] რომელსაც თავდაპირველად მისი შენადნობი აერია სპილენძის მინერალში. უფრო სუფთა სახით იგი მიღებული იყო 1804 წელს გერმანელი ქიმიკოსის ი. რიხტერის მიერ.[2]
ნიკელის უდიდესი მომპოვებელი კვანძები განლაგებულია კანადაში - სადბერის კრატერი, რუსეთში - ნორილსკი და ახალ კალედონიაში. დედამიწის ქერქში ნიკელის შემცველობაა 5,8•10−3%.[2] ლითონი კოროზიისადმი მაღალი მდგრადობით გამოირჩევა, რის გამოც მას იყენებენ სხვა ლითონების დასაფარად, მონეტების წარმოებაში, მაგნიტებსა და მრავალი საყოფაცხოვრებო ხელსაწყოსა თუ ნივთის დასამზადებლად.
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 ქიმიური ელემენტების აღმოჩენისა და სახელწოდებათა მოკლე ისტორია. Lemill.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-12. ციტირების თარიღი: 2010-09-10.
- ↑ 2.0 2.1 ნუმიზმატისა და ბონისტის განმარტებითი ლექსიკონი