ატომის რადიუსი ეწოდება მანძილს ამ ატომის ბირთვსა და ელექტრონული გარსის ყველაზე შორს მდებარე ელექტრინის სტაბილურ ორბიტას შორის. ახლა მიღებულია ამ პარამეტრის პიკომეტრებში (1 pm = 10−12m) გამოსახვა. ადრე ამ მიზნისათვის იყენებდნენ ანგსტრემს (1 Å = 10−10m).

ჰელიუმის ატომის სქემა, ნაჩვენებია სერი ფერით ელექტრონული სიმჭიდროვის ალბათობა

ატომის რადიუსის შეფასება

რედაქტირება

კვანტური მექანიკის მიხედვით, ატომებს არ გააჩნიათ მკაფიო ზუსტი საზღვარები, მაგრამ ელექტრონის პოვნის შესაძლებლობა რომელიც დაკავშირებულია ამ ატომის ბირთვთან, მისგან გარკვეულ მანძილზე მკვეთრად მცირდება მანძილის გაზრდასთან ერთად. ამიტომ ატომს მიაწერენ რაღაც რადიუსს, რომლის შიგნითაც მოიაზრება ელექტრონული სიმჭიდროვის უდიდესი ნაწილი (90%-ზე მეტი).

ატომის რადიუსი და ბირთვებსშორისი მანძილი

რედაქტირება
 
ეთანოლის მოლეკულა, CH 3 CH 2 OH. ყოველი ატომი მოდელირებს სფეროში ვან-დერ-ვაალის რადიუსის ელემენტით

უმეტეს შემთხვევაში ორი ატომის ბირთვებს შორის უმოკლესი მანძილი მართლაც მიახლოებით ტოლია ამ ატომების რადიუსების ჯამს. ატომებს შორის კავშირების ტიპის მიხედვით განასხვავებენ ლითონურს (მეტალური), იონურს, კოვალენტურ და ზოგ სხვა ატომურ რადიუსებს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

http://www.xumuk.ru/encyklopedia/406.html