ჰასიუმი
108Hs
[269]
5f14 6d6 7s2

ჰასიუმი[1] (ლათ. Hassium; ქიმიური სიმბოლო — ), უნნილოქტიუმი (ლათ. Unniloctium; ქიმიური სიმბოლო — ), ეკა-ოსმიუმი (Eka-osmium) — ელემენტთა პერიოდული სისტემის მეშვიდე პერიოდის, მერვე ჯგუფის (მოძველებული კლასიფიკაციით — მერვე ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის, VIIIბ) ხელოვნურად მიღებული რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი. მისი ატომური ნომერია — 108. ელემენტს სახელი დაერქვა გერმანული მიწის ჰესენის პატივსაცემად.

ჰასიუმი, 108Hs
ზოგადი თვისებები
მასური რიცხვი 269
ჰასიუმი პერიოდულ სისტემაში
წყალბადი ჰელიუმი
ლითიუმი ბერილიუმი ბორი ნახშირბადი აზოტი ჟანგბადი ფთორი ნეონი
ნატრიუმი მაგნიუმი ალუმინი სილიციუმი ფოსფორი გოგირდი ქლორი არგონი
კალიუმი კალციუმი სკანდიუმი ტიტანი ვანადიუმი ქრომი მანგანუმი რკინა კობალტი ნიკელი სპილენძი თუთია გალიუმი გერმანიუმი დარიშხანი სელენი ბრომი კრიპტონი
რუბიდიუმი სტრონციუმი იტრიუმი ცირკონიუმი ნიობიუმი მოლიბდენი ტექნეციუმი რუთენიუმი როდიუმი პალადიუმი ვერცხლი კადმიუმი ინდიუმი კალა სტიბიუმი ტელური იოდი ქსენონი
ცეზიუმი ბარიუმი ლანთანი ცერიუმი პრაზეოდიმი ნეოდიმი პრომეთიუმი სამარიუმი ევროპიუმი გადოლინიუმი ტერბიუმი დისპროზიუმი ჰოლმიუმი ერბიუმი თულიუმი იტერბიუმი ლუტეციუმი ჰაფნიუმი ტანტალი ვოლფრამი რენიუმი ოსმიუმი ირიდიუმი პლატინა ოქრო ვერცხლისწყალი თალიუმი ტყვია ბისმუტი პოლონიუმი ასტატი რადონი
ფრანციუმი რადიუმი აქტინიუმი თორიუმი პროტაქტინიუმი ურანი (ელემენტი) ნეპტუნიუმი პლუტონიუმი ამერიციუმი კიურიუმი ბერკელიუმი კალიფორნიუმი აინშტაინიუმი ფერმიუმი მენდელევიუმი ნობელიუმი ლოურენსიუმი რეზერფორდიუმი დუბნიუმი სიბორგიუმი ბორიუმი ჰასიუმი მეიტნერიუმი დარმშტადტიუმი რენტგენიუმი კოპერნიციუმი ნიჰონიუმი ფლეროვიუმი მოსკოვიუმი ლივერმორიუმი ტენესინი ოგანესონი
Os

Hs

(Uhb)
ბორიუმიჰასიუმიმეიტნერიუმი
ატომური ნომერი (Z) 108
ჯგუფი 8
პერიოდი 7 პერიოდი
ბლოკი d-ბლოკი
ელექტრონული კონფიგურაცია [Rn] 5f14 6d6 7s2
ელექტრონი გარსზე 2, 8, 18, 32, 32, 14, 2
ელემენტის ატომის სქემა
ფიზიკური თვისებები
აგრეგეგატული მდგომ. ნსპ-ში მყარი სხეული
სიმკვრივე (ო.ტ.) 27–29 გ/სმ3
ატომის თვისებები
ჟანგვის ხარისხი (+2), (+3), (+4), (+6), +8
ელექტროდული პოტენციალი
იონიზაციის ენერგია
  • 1: 730 კჯ/მოლ
  • 2: 1760 კჯ/მოლ
  • 3: 2830 კჯ/მოლ
ატომის რადიუსი ემპირიული: 126 პმ
კოვალენტური რადიუსი (rcov) 134 პმ
სხვა თვისებები
ბუნებაში გვხვდება სინთეზირების შედეგად
მესრის სტრუქტურა მჭიდრო ჰექსაგონალური
მაგნეტიზმი პარამაგნეტიკი
CAS ნომერი 54037-57-9
ისტორია
სახელწოდება მომდინარეობს გერმანული მიწის ჰესენის სახელის მიხედვით
აღმომჩენია Gesellschaft für Schwerionenforschung (1984)
ჰასიუმის მთავარი იზოტოპები
იზო­ტოპი გავრცე­ლება­დობა ნახევ.
დაშლა
(t1/2)
რადიო.
დაშლა
პრო­დუქტი
269Hs სინთ 15 წამ α 265Sg
270Hs სინთ 9 წამ α 266Sg
277mHs სინთ 130 წამ სდ

წინასიტყვაობა რედაქტირება

პირველად 108-ე ელემენტის აღმოჩენის შესახებ ცნობა გამოჩნდა 1970 წლის დასაწყისში და ეს იყო სრულიად მოულოდნელი, ექსტრემალურად მოკლესიცოცხლის მქონე და ძნელად დასაჭერი ზემძიმე ქიმიური ელემენტებისათვის. ეს მოხდა საბჭოთა მეცნიერების მიერ ჩერდინცევის მეთაურობით ექსპედიციი დროს კასპიის ზღვის ჩელექენის ნახევარკუნძულის ახლო მდებარე უდაბნო რაიონებში. მინერალ მოლიბდენიტის ნიმუშებზე 108-ე ელემენტის ტრეკების (ბირთვების კვალი) დაფიქსირების საფუძველზე გაკეთებული იქნა მეტად თამამი განაცხადი 108-ე ელემენტის ბუნებაში აღმოჩენის შესახებ რომლის მასა არის - 267. ამ "აღმოჩენის" შესახებ ახალი ამბები გამოქვეყნდა ჟურნალ «Наука и жизнь» (02/1970), «ატომური ენერგია» (11/1970[2]). 1970 წლის აპრილში სსრკ-ს მეცნიერებათა აკადებიაში (ვერნადსკის სახელობის გეოქიმიისა და ანალიტიკური ქიმიის ინსტიტუტი, კაპიცის სახელობის ფიზიკური პრობლემების ინსტიტუტი) სხდომაზე განხილულ იქნა ეს საკითხი. შედეგად, დასკვნის სამეცნიერო სანდოობა საკმარისად არასწორი აღმოჩნდა[3].

ისტორია რედაქტირება

საბოლოოდ და საიმედოდ 108-ე ელემენტი აღმოჩენილი ინა 1984 წელს მძიმე იონების ინსტიტუტში (გერმ. Gesellschaft für Schwerionenforschung, GSI), დარმშტადტში, გერმანიაში, ამაჩქარებელში ტყვიის (208Pb) სამიზნის ბომბარდირებით რკინა-58-ის იონების კონით UNILAC. ექსპერიმენტის შედეგად სინთეზირებული იქნა 265Hs-ის 3 ბირთვი , რომლებიც საიმედოდ იქნენ იდენტიფიცირებული α-დაშლის ჯაჭვის პარამეტრების მიხედვით[4].

ამ რეაქციის კვლევა ამავე დროს და დამოუკიდებლად მიმდინარეობდა დუბნაში (რუსეთი), სადაც 253Es-ის ბირთვის α-დაშლის 3 მოვლენაზე დაკვირვებისას ასევე დაასკვნეს 265Hs-ის ბირთვის სინთეზის რეაქციის რასებობის შესახებ[5]. რადგანაც დუბნაში გამოყენებული მეთოდიკა ვერ ახერხებდა 265Hs-ის ბირთვის დაშლის დაფიქსირებას, IUPAC-ის სამუშაო ჯგუფმა 1993 წელს მიიღო გადაწყვეტილება, იმის შესახებ, რომ 108-ე ელემენტის აღმოჩენის პატივი ეკუთვნის გარმშტადტის ჯგუფს[6].

სახელწოდება რედაქტირება

თავდაპირველად, ბუნებაში ე.წ. მისი აღმოჩენისას უწოდეს სერგენიუმი (sergenium, Sg) (იმ დროისთვის ეს სიმბოლოები არ იყო დაკავებული სიბორგიუმით) აღმოჩენის ადგილის მიხედვით — დიდი აბრეშუმის გზაზე ანტიკური ქალაქის სერიკას მიდამოებში. აღმოჩენის მტკიცებულებების არ ქონის გამო ამ ელემენტის გეოგრაფიული სახელწოდება ნელ ნელა გავიდა სამეცნიერო ხმარებიდან.

108-ე ელემენტის წარმატებული ხელოვნურად სინთეზის შემდეგ წამოაყენეს წინადადება ელემენტისათვის დაერქვათ ოტოჰანიუმი (ottohahnium, Oh) — ერთ ერთი მეცნიერის ოტო ჰანის პატივსაცემად, რომელმაც აღმოაჩინა ბირთვების დაშლის პროცესი. 1994 წელს IUPAC უკვე მიღებული ტრადიციის მიხედვით (მხოლოდ გვარის მიხედვით) გასცა რეკომენდაცია დაერქვათ ჰანიუმი (hahnium, Hn)[7].

მაგრამ 1997 წელს IUPAC შეცვალა თავისი რეკომენდაცია და დაამტკიცა სახელწოდება ჰასიუმი[8] გერმანული მიწის ჰესენის პატივსაცემად (Hassia — შუასაუკუნის სამთავრო ჰესენის ლათინური სახელწოდება, რომლის ცენტრი იყო დარმშტადტი)[9].

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ჰასიუმი — ტექნიკური ლექსიკონი
  2. SpringerLink — Atomic Energy, Volume 29, Number 5[მკვდარი ბმული]
  3. New Outlook on the Possible Existence of Superheavy Elements in Nature
  4. G. Münzenberg et al., The identification of element 108, Zeitschrift für Physik A, 1984, ტ. 317, № 2, გვ. 235-236.
  5. Yu. Ts. Oganessian et al., On the stability of the nuclei of element 108 with A=263–265, Zeitschrift für Physik A, 1984, ტ. 319, № 2, გვ. 215-217.
  6. R. C. Barber et al., Discovery of the transfermium elements, Pure and Applied Chemistry, 1993, ტ. 65, № 8, გვ. 1757-1814.
  7. Commission on Nomenclature of Inorganic Chemistry, Names and symbols of transfermium elements (IUPAC Recommendations 1994), Pure and Applied Chemistry, 1994, ტ. 66, № 12, გვ. 2419-2421.
  8. Commission on Nomenclature of Inorganic Chemistry, Names and symbols of transfermium elements (IUPAC Recommendations 1997), Pure and Applied Chemistry, 1997, ტ. 69, № 12, გვ. 2471-2473.
  9. Responses on the Report 'Discovery of the transfermium elements', Pure and Applied Chemistry, 1993, ტ. 65, № 8, გვ. 1815-1824.