ნორმალური და სტანდარტული პირობები
ნორმალური პირობები — სტანდარტული ფიზიკური პირობები, რომელსაც მიაკუთვნებენ ნივთიერების თვისებებს (ნორმალურ პირობებში, ინგლ. Standard temperature and pressure, STP). ნორმალური პირობები განისაზღვრება IUPAC-ის დახმარებით (პრაქტიკული და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირი) შემდეგნაირად[1]:
- ატმოსფერული წნევა 101325 პა = 760 ვწ.სვ.მმ..
- ტემპერატურა ჰაერის 273,15 K = 0° C.
იდეალური აირის ერთი მოლის მოცულობა ნორმალურ პირობებში შეადგენს 22,413 996(39) დმ³[2] (ავოგადროს კანონის შედეგად), ხოლო მოლეკულების რაოდენობა 1 სმ³ შეადგენს 2,6867774(47)×1019[3] (ლოშმიდტის მუდმივა).
სტანდარტული პირობები (ინგლ. Standard Ambient Temperature and Pressure, SATP):
- წნევა 1 ბარი = 105 პა = 750,06 ვწ. სვ. მმ.;
- ტემპერატურა 298,15 К = 25 °С.
ამ პირობებში დისტილირებული წყლის დისოციაციის კონსტანტა შეადგენს 1,0×10-14.
სხვა დარგები
რედაქტირებაავიაცია
რედაქტირებასამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) განსაზღვრავს საერთაშორისო სტანდარტული ატმოსფეროს (ინგლ. International Standard Atmosphere, ISA) ზღვის დონეზე ტემპერატურით 15 °C, ატმოსფერული წნევით 101325 პა და შეფარდებითი ტენიანობით 0 %.
ის გამოიყენება საფრენი აპარატების მოძრაობის გამოთვლებისას.
გაზის მეურნეობა
რედაქტირებაგაზის დარგში მომხმარებებთან გამოთვლებისას გამოიყენება ატმოსფერული პირობები ГОСТ 2939—63-ის მიხედვით:
- ტემპერატურა 20°С (293,15К);
- წნევა 760 ვწ. სვ. მმ. (101325 ნ/მ²);
- ტენიანობა ტოლია 0.
ასე რომ, კუბური მეტრი აირის მასა ГОСТ 2939—63-ით ცოტა ნაკლებია, ვიდრე «ქიმიური» ნორმალურ პირობებში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებაშენიშვნები
რედაქტირება- ↑ PAC, 1990, 62, 2167 (Glossary of atmospheric chemistry terms (Recommendations 1990)), page 2217 // UPAC Compendium of Chemical Terminology, Electronic version
- ↑ CODATA Value: molar volume of ideal gas (273.15 K, 101.325 kPa)
- ↑ [http://physics.nist.gov/cgi-bin/cuu/Value?n0 CODATA Value: Loschmidt constant (273.15 K, 101.325 kPa)