ლითიუმი
ლითიუმი |
3 Li |
6,94 |
2s1 |
ლითიუმი (ქიმიური სიმბოლო — ; ლათ. Lithium) — დიმიტრი მენდელეევის პერიოდული სისტემის პირველი ჯგუფის მეორე პერიოდის (მოძველებული კლასიფიკაციით — პირველი ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის) ქიმიური ელემენტი. მისი ატომური ნომერია — 3, სტანდარტული ატომური მასა — 6,94, tდნ — 180,50°C, tდუღ — 1330°C, სიმკვრივე — 0,534 გრ/სმ³ (0°C და 1 ატმ). აქვს ორი სტაბილური იზოტოპი: 6Li (7,59 % ) და 7Li (92,41 %). ლითიუმი ტუტე ლითონების, ჯგუფში მდებარეობს. სუფთა ფორმით ლითიუმი რბილი მოვერცხლისფრო თეთრი მეტალია, რომელიც სწრაფად იჟანგება ჰაერზე და წყალში. ის ყველაზე მსუბუქი მყარი ელემენტია და ძირითადად გამოიყენება სითბოს გამტარებში, ბატარეებში და ასევე, როგორც კომპონენტი ზოგიერთი სახის მედიკამენტებში, კერძოდ ნერვულ სტაბილიზატორებში.
![]() | ||||||||||||||||
ზოგადი თვისებები | ||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ელემენტის ფერი | მოთეთრო-მოვერცხლისფრო | |||||||||||||||
სტანდ. ატომური მასა Ar, სტან.(Li) |
საყოველთაოდ მიღებული: 6,94 | |||||||||||||||
ლითიუმი პერიოდულ სისტემაში | ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
ატომური ნომერი (Z) | 3 | |||||||||||||||
ჯგუფი | I ჯგუფი (ტუტე ლით.) | |||||||||||||||
პერიოდი | პერიოდი 2 | |||||||||||||||
ბლოკი | s-ბლოკი | |||||||||||||||
ელექტრონული კონფიგურაცია | [He] 2s1 | |||||||||||||||
ელექტრონი გარსზე | 2, 1 | |||||||||||||||
ელემენტის ატომის სქემა![]() | ||||||||||||||||
ფიზიკური თვისებები | ||||||||||||||||
აგრეგეგატული მდგომ. ნსპ-ში | მყარი სხეული | |||||||||||||||
დნობის ტემპერატურა |
180,50 °C (453,65 K, 356,90 °F) | |||||||||||||||
დუღილის ტემპერატურა |
1330 °C (1603 K, 2426 °F) | |||||||||||||||
სიმკვრივე (ო.ტ.) | 0,534 გრ/სმ3 | |||||||||||||||
სიმკვრივე (ლ.წ.) | 0,512 გრ/სმ3 | |||||||||||||||
კრიტიკული წერტილი | 3220 K, 67 მპა | |||||||||||||||
დნობის კუთ. სითბო | 3,00 კჯ/მოლი | |||||||||||||||
აორთქ. კუთ. სითბო | 136 კჯ/მოლი | |||||||||||||||
მოლური თბოტევადობა | 24,860 ჯ/(მოლი·K) | |||||||||||||||
ნაჯერი ორთქლის წნევა
| ||||||||||||||||
ატომის თვისებები | ||||||||||||||||
ჟანგვის ხარისხი | +1 (a strongly basic oxide) | |||||||||||||||
ელექტროდული პოტენციალი |
-3,06В ვ ვ | |||||||||||||||
ელექტროუარყოფითობა | პოლინგის სკალა: 0,98 | |||||||||||||||
იონიზაციის ენერგია |
| |||||||||||||||
ატომის რადიუსი | ემპირიული: 152 პმ | |||||||||||||||
კოვალენტური რადიუსი (rcov) | 128±7 პმ | |||||||||||||||
იონური რადიუსი (rion) |
68 (+1e) პმ | |||||||||||||||
ვან-დერ-ვალსის რადიუსი | 182 პმ | |||||||||||||||
![]() ლითიუმის სპექტრალური ზოლები | ||||||||||||||||
სხვა თვისებები | ||||||||||||||||
მესრის სტრუქტურა | კუბური მოცულობაცენტრირებული | |||||||||||||||
მესრის პერიოდი | 3,490 Å | |||||||||||||||
ბგერის სიჩქარე | 6000 მ/წმ | |||||||||||||||
თერმული გაფართოება | 46 µმ/(მ·K) | |||||||||||||||
ხვედრითი თბოტევადობა | 3,489 ჯ/(K·მოლ) | |||||||||||||||
თბოგამტარობა | 84,8 ვტ/(მ·K) | |||||||||||||||
ელექტრული წინაღობა | 92.8 Ω·m (at 20 °C) | |||||||||||||||
მაგნეტიზმი | პარამაგნეტიკი | |||||||||||||||
მაგნიტური მგრძნობელობა | +14,2·10−6 სმ3/მოლ | |||||||||||||||
იუნგას მოდული | 4,9 გპა | |||||||||||||||
წანაცვლების მოდული | 4,2 გპა | |||||||||||||||
დრეკადობის მოდული | 11 გპა | |||||||||||||||
მოოსის მეთოდი | 0,6 | |||||||||||||||
ბრინელის მეთოდი | 5 მპა | |||||||||||||||
CAS ნომერი |
7439-93-2 | |||||||||||||||
ისტორია | ||||||||||||||||
აღმოჩენილია | იოჰან არფვედსონი (1817) | |||||||||||||||
პირველად მიღებულია | ჰამფრი დეივი (1818) | |||||||||||||||
ლითიუმის მთავარი იზოტოპები | ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
• |
იზოტოპებირედაქტირება
სტანდარტული ატომური მასარედაქტირება
ლითიუმის სტანდარტული ატომური მასად მიღებულია — 6,94, რომელიც როგორც წესი იანგარიშება ბუნებაში არსებულ ყველა სტაბილურ იზოტოპტთა საშუალო შეწონილი მასით, მათი დედამიწის ქერქსა და ატმოსფეროში გავრცელების პროპორციულად.
იზოტოპი | Z | N | ატომური მასა (მ.ა.ე.) |
% ბუნებაში | საშუალო შეწონილი |
---|---|---|---|---|---|
6Li | 3 | 3 | 6,015122795(16) | 7,59 % | 0,456547 |
7Li | 3 | 4 | 7,01600455(8) | 92,41 % | 6,483489 |
Ar, სტან.(Li) | 6,940037 |
გამოყენების სხვა სფეროებირედაქტირება
ელექტრული და ელექტრონული მოწყობილობები: ლითიუმი გამოიყენება ლითიუმის ბატარეების დამზადებისას ანოდად. ასევე შექმნილია ბატარეები, რომელიც შეიცავენ ლითიუმის იონს. ცნობილია ლითიუმ-რკინის ფოსფორბატარეები და ნანომეტრული ბატარეები. ლითიუმის ნიობატი (ნიობიის მჟავას მარილი) გამოიყენება ტელეკომუნიკაციების საშუალებებში, როგორიცაა მობილური ტელეფონები და ოპტიკური მოდულატორები.
ქიმიური გამოყენების სფერორედაქტირება
ლითიუმის ქლორიდი და ლითიუმის ბრომიდი ძლიერ ჰიგროსკოპული არიან და გამოიყენებიან როგორც გამომშრობი საშუალება. ლითიუმის შენალღობი ალუმინთან, კალიუმთან, სპილენძთან და მაგნიუმთან გამოიყენება გამძლე მასალების დასამზადებლად. ლითიუმი გამოიყენება, როგორც მაღალტემპერატურული საპოხი ნივთიერება. ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა მისი მნიშვნელობა ატომგულურ ენერგეტიკაში, როგორც ძვირფასი ნედლეული თერმობირთვული პროცესებისათვის. მეტალური ლითიუმი გამოიყენება ორგანოლითიუმის ნაერთების მოსამზადებლად. ლითიუმორგანული ნაერთები შეიცავენ Li-C კავშირს და გამოიყენება ორგანულ სინთეზებში გრინიარის რეაგენტის შემცვლელად. ლითიუმი არის ოლეფინების პოლიმერიზაციის რეაქციებში კატალიზატორი. — ლითიუმალუმინიუმჰიდრიდი სელექციური კატალიზატორია ორგანულ სინთეზში. ლითიუმის სულ უმნიშვნელო რაოდენობა ლითონებს ანიჭებს მნიშვნელოვან სიმაგრეს, ამცირებს მათ სიმყიფეს და გაფართოების კოეფიციენტს. ლითიუმ-კალციუმის შენადნობები იხმარება შავ მეტალურგიაში, კერძოდ უჟანგავი ფოლადისათვის.
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 228.
- Плющев В. Е., Степин Б. Д. Химия и технология соединений лития, рубидия и цезия. — М.-Л.: Химия, 1970. — 407 с.