ლითიუმის ჰიდრიდი () — არაორგანული ნაერთი; ვიზუალურად წარმოადგენს უფერულ კრისტალებს, სიმკვრივე — 0.78 გ/სმ3, tდნ — 688.7 °C, tდუღ — 900–1000 °C. ლითიუმის ჰიდრიდი მდგრადია სხვა ტუტე და ტუტე მიწათა ლითონთა ჰიდრიდებთან შედარებით. წყალთან მძაფრად რეაგირებს. ლითიუმის ჰიდრიდისგან სწრაფად და მარტივად ღებულობენ წყალბადს. ლითიუმის ჰიდრიდს იყენებენ მრავალი ლითონის ჰიდრიდების მისაღებად, აგრეთვე ორგანულ სინთეზში — ძლიერ აღმდგენად.

ლიტერატურა რედაქტირება