პეტალიტი
პეტალიტი (ძვ. ბერძნ. πέταλον — „ფოთოლი“), კასტორიტი — იშვიათი მინერალი, ლითიუმის ალუმინსილიკატი . აღიწერა და სახელი მიენიჭა 1800 წელს. ლითიუმი პირველად სწორედ პეტალიტიდან გამოყვეს. სახელი ეწოდება ტკეჩადობის სიბრტყეებზე ფოთლისებრად გახლეჩის უნარის გამო.
პეტალიტი | |
---|---|
საერთო | |
ქიმიური ფორმულა | Li[AlSi4O10] |
იდენტიფიკაცია | |
ფერი | უფერული, თეთრი, რუხი, ვარდისფერი |
მინერალის ელვარება | მინისებრი |
თვისებები
რედაქტირებასინგონია მონოკლინურია. წარმოქმნის პრიზმისებრ ან ბრტყელ კრისტალებს, მსხვილკრისტალურ აგრეგატებს, დიდ ბლოკებს და სხვ. ტკეჩადობის სიბრტყეებზე უფერო, თეთრი, რუხი და ვარდისფერია; ელვარება — მინისებრი, სადაფისებრი. სიმაგრე მოოსის სკალით — 6,5; სიმკვრივე — 2,412–2,422 გ/სმ³. ტკეჩადობა სრულია. გვხვდება გრანიტის პეგმატიტებში. შედის ლითიუმის მადნებში.[1]
საბადოები
რედაქტირებაგვხვდება დასავლეთ ავსტრალიაში, ბრაზილიაში (მინას-ჟერაისის შტატი), იტალიაში (ელბას კუნძული), შვედეთში (უტოს კუნძული), ჩეხეთსა და ნამიბიაში.
გამოყენება
რედაქტირებაჰგავს ბევრ უფერო ქვას, დაწახნაგებული მინას წააგავს. გამოიყენება როგორც სანაკეთო ქვა. ღირებული ნედლეულია კერამიკისათვის. ძვირად ფასობს კოლექციონერებს შორის. კრისტალების მასა იშვიათად აღემატება 5 კარატს, თუმცა აღმოჩენილებიდან ყველაზე დიდის მასა 206 კარატია.
ლიტერატურა
რედაქტირება- Nickel E. H., Nichols M. C. IMA/CNMNC List of Mineral Names (March 2007) — 2007.
- Н. Гринвуд, А. Эрншо. Химия элементов : в 2 т. / пер. с англ.. — 3-е изд.. — М.: БИНОМ. Лаборатория знаний, 2015. — Т. 1. — С. 74. — 607 с. — (Лучший зарубежный учебник). — ISBN 978-5-9963-1733-2.
- Шуман В. Мир камня. Драгоценные и поделочные камни. — М.: Мир, 1986. С.180.