დისპროზიუმი
დისპროზიუმი |
66 Dy |
162,5 |
4f10 6s2 |
დისპროზიუმი[1][2] (ლათ. Dysprosium < ძვ. ბერძნ. δυσπρόσιτος — „ძნელადმისაწვდომი“; ქიმიური სიმბოლო — ) — ელემენტთა პერიოდული სისტემის მეექვსე პერიოდის, ჯგუფგარეშე (ძველი კლასიფიკაციით მესამე ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის, IIIბ) ქიმიური ელემენტი. განეკუთვნება ლანთანოიდების ოჯახს. ატომური ნომერია — 66, ატომური მასა — 162.50, tდნ — 1407 °C, tდუღ — 2562 °C, სიმკვრივე — 8.540 გ/სმ3. მოვერცხლისფრო ბზინვარების იშვიათმიწა ლითონი. სუფთა სახით ბუნებაში არ გვხვდება, მაგრამ შედის ზოგიერთი მინერალის შემადგენლობაში, მაგალითად, ქსენოტიმში.
![]() | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ზოგადი თვისებები | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მარტივი ნივთიერების ვიზუალური აღწერა | რბილი პრიალა მოვერცხლისფრო | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სტანდ. ატომური მასა Ar°(Dy) |
162,5 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დისპროზიუმი პერიოდულ სისტემაში | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ატომური ნომერი (Z) | 66 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პერიოდი | 6 პერიოდი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ბლოკი |
![]() | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ელექტრონული კონფიგურაცია | [Xe] 4f10 6s2 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ელექტრონი გარსზე | 2, 8, 18, 28, 8, 2 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ელემენტის ატომის სქემა![]() | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ფიზიკური თვისებები | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აგრეგეგატული მდგომ. ნსპ-ში | მყარი სხეული | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დნობის ტემპერატურა |
1407 °C (1680 K, 2565 °F) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დუღილის ტემპერატურა |
2562 °C (2840 K, 4653 °F) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სიმკვრივე (ო.ტ.) | 8.540 გ/სმ3 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სიმკვრივე (ლ.წ.) | 8.37 გ/სმ3 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დნობის კუთ. სითბო | 11.06 კჯ/მოლი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აორთქ. კუთ. სითბო | 280 კჯ/მოლი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მოლური თბოტევადობა | 27.7 ჯ/(მოლი·K) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ნაჯერი ორთქლის წნევა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ატომის თვისებები | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ჟანგვის ხარისხი | 0, +1, +2, +3, +4 (a weakly basic oxide) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ელექტროდული პოტენციალი |
ვ ვ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ელექტროუარყოფითობა | პოლინგის სკალა: 1.22 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
იონიზაციის ენერგია |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ატომის რადიუსი | ემპირიული: 178 პმ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
კოვალენტური რადიუსი (rcov) | 192±7 პმ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მოლური მოცულობა | 19,0 სმ3/მოლი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
![]() დისპროზიუმის სპექტრალური ზოლები | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სხვა თვისებები | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ბუნებაში გვხვდება | პირველადი ნუკლიდების სახით | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მესრის სტრუქტურა | მჭიდრო ჰექსაგონალური | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მესრის პერიოდი | 3,593 Å | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ბგერის სიჩქარე thin rod | 2710 მ/წმ (at 20 °C) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თერმული გაფართოება | 9.9 µმ/(მ·K) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თბოგამტარობა | 10.7 ვტ/(მ·K) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მაგნეტიზმი | paramagnetic at 300 K | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მაგნიტური ამთვისებლობა | +103 500.0×10−6 სმ3/მოლ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
იუნგას მოდული | 61.4 გპა | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
წანაცვლების მოდული | 24.7 გპა | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დრეკადობის მოდული | 40.5 გპა | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პუასონის კოეფიციენტი | 0.247 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ვიკერსის მეთოდი | 410–550 მპა | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ბრინელის მეთოდი | 500–1050 მპა | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
CAS ნომერი | 7429-91-6 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ისტორია | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აღმოჩენილია | Lecoq de Boisbaudran (1886) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დისპროზიუმის მთავარი იზოტოპები | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
• |
ისტორიარედაქტირება
პ. ე. ლეკოკ დე ბუაბოდრანმა 1886 წელს ჰოლმიუმის ან ჰოლმიუმის მიწის სპექტროსკოპიული ანალიზის დროს აღმოაჩინა დისპროზიუმი, შემდგომ გამოჰყო ოქსიდი. 1906 წელს ჟ. ურბენმა მიიღო დისპორზიუმი სუფთა სახით.
ბუნებაშირედაქტირება
დედამიწის ქერქში დისპროზიუმის კლარკია (ტეილორის მიხედვით) 5 გრ/ტ, ოკეანის წყალში მისი შემცველობაა 2,9×10−6[3]. სხვა იშვიათმიწა ელემენტებთან ერთად დისპროზიუმი შედის მინერალების გადოლინიტის, ქსენოტიმის, მონაციტის, აპატიტის, ბასტენზიტის და სხვაების შემადგენლობაში.
საბადოებირედაქტირება
დისპროზიუმი შედის ლანთანოიდების შემადგენლობაში, რომლებიც მდებარეობენ ჩინეთში, აშშ, ვიეტნამში, ავღანეთში, რუსეთში (კოლის ნახევარკუნძული), ყირგიზეთში, ავსტრალიაში, ბრაზილიაში, ინდოეთში[4].
მიღებარედაქტირება
დისპროზიუმს იღებენ DyCl3 ან DyF3-ის აღდგენით კალციუმით, ნატრიუმით ან ლითიუმით.
ფიზიკო-ქიმიური თვისებებირედაქტირება
დისპროზიუმი — მოვერცხლისფრო-რუხი ფერის ლითონია. 1384 °C-ზე ქვევით მდგრადია α-Dy ჰექსაგონალური მესერით, а = 0,35603 ნმ, с = 0,56465 ნმ, 1384 °C-ზე ზევით — β-Dy კუბური მესერით.
ჰაერზე ნელა იჟანგება, 100 °C-ზე ზევით კი — ჩქარა. ლითონური დისპროზიუმი გახურებისას მოქმედებს ჰალოგენებთან, აზოტთან, წყალმადთან. ურთიერთქმედებენ მინერალურ მჟავეებთან (HF-ის გარდა), წარმოქმნიან მარილებს Dy (׀׀׀), არ რეაგირებენ ტუტეების ხსნარებთან.
ღირებულებარედაქტირება
99—99,9 % სიწმინდის ლითონური დისპროზიუმის ზოდებზე ფასი 2008 წელს იყო 180—250 დოლარი[5] 1 კგ-ზე.
გამოკენებარედაქტირება
მეტალურგიარედაქტირება
გამოიყენება თუთიის შენადნობების მალეგირებელ კომპონენტად. დისპროზიუმის დამატებით ცირკონიუმში მკვეთრად აუმჯობესებს მის ტექნოლოგიურობას (მაგრამ ზრდის სითბური ნეიტრონების მიტაცების განიკვეთს). დისპროზიუმით ლეგირებული ცირკონიუმი ადვილად მუშავდება წნევით (დაწნეხა).
ლაზერული მასალებირედაქტირება
დისპროზიუმის იონები დიდი ხანია გამოიყენება სამედიცინო ლაზერებში (ტალღის სიგრძე — 2,36 მკმ).
კატალიზატორებირედაქტირება
დისპროზიუმი გამოიყენება როგორც ეფექტიანი კატალიზატორი.
ბირთვული ენერგეტიკარედაქტირება
დისპროზიუმი გამოიყენება ატომურ ტექნიკაში (ბორიდი, ბორატი, ოქსიდი, ჰაფნატი) როგორც ნეიტრონების აქტიურად მიმტაცებელი მასალა (საფარები, მინანქრები, საღებავები, მარეგულირებელი ღეროები), მიტაცების განიკვეთი იზოტოპების ბუნებრივ ნარევში მიახლოებით 930 ბარნია, ხოლო იზოტოპების ბუნებრივ ნარევში ყველაზე აქტიური ნეიტრონების მიტაცების მხრივ არის დისპროზიუმ-161 (585 ბარნი) და დისპროზიუმ-164 (2700 ბარნი). მაგალითად, რეაქტორების მარეგულირებელ ღეროებში გამოიყენება დისპროზიუმის ოქსიდი ტიტანის ოქსიდთან ერთად ნარევში, თუმცა მხოლოდ როგორც დანამატი, ღეროს მთავარი ნაწილი შევსებულია ბორის კარბიდით. ნარევის შთანთქმის ეფექტიურობა უფრო მცირეა, ვიდრე ბორისა, მაგრამ მასზე შთაინთქმება გამა-კვანტების ნეიტრონები, ამიტომაც ის არ იბერება[6].
გიგანტური მაგნიტოსტრიქციული ეფექტირედაქტირება
დისპროზიუმ-რკინის შენადნობი, პოლიკრისტალური და განსაკუთრებით მონოკრისტალური სახით გამოიყენება როგორც მძლავრი მაგნიტოსტრიქციული მასალა.
თერმოელექტრული მასალებირედაქტირება
დისპროზიუმის მონოტელურიდის თერმო-ე.მ.ძ მიახლოებით ტოლია 15—20 მკვვ/К.
ელექტრონიკარედაქტირება
დისპროზიუმის ორთოფერიტი შეზღდულად პოვებს გამოყენებას ელექტრონიკაში.
მაგნიტური მასალებირედაქტირება
დისპროზიუმის ოქსიდი გამოიყენება ზემძლავრი მაგნიტების დასამზადებლად.
შუქის წყაროებირედაქტირება
დისპროზიუმი გამოიყენება მეტალოჰალოგენური ნათურების წარმოებაში რომლის სპექტრი მზის სპექტრთან ახლოსაა. Dy2O3 გამოიყენებენ როგორც წითელი ნათების ლუმინოფორების კომპონენტს.
ბიოლოგიური როლირედაქტირება
დისპროზიუმს ბიოლოგიური როლი არ აქვს. დისპროზიუმის ლითონური მტვერი აღიზიანებს ფილტვებს.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ დოლიძე ვ., ციციშვილი ვ., „ოთხენოვანი ქიმიური ლექსიკონი“, თბ., 2004, გვ. 73
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 574.
- ↑ J.P. Riley and Skirrow G. Chemical Oceanography V. I, 1965
- ↑ Что такое МИНЕРАЛЬНЫЕ РЕСУРСЫ: РУДЫ РЕДКИХ МЕТАЛЛОВ — Энциклопедия Кольера — Словари — Словопедия
- ↑ ფასები დისპროზიუმზე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-12-29. ციტირების თარიღი: 2012-03-05.
- ↑ ს.ა.ანდრუშეჩკო, ა.მ.აფოროვი, ბ.ი.ვასილევი, ვ.ნ.გენერალოვი, კ.ბ.კოსოუროვი, ი.მ.სემჩენკოვი, ვ.ფ.უკრაინცევი, ВВЭР-1000 ტიპის რეაქტორებიანი აეს-ი. ექსპლუატაციის ფიზიკური საფუძვლებიდან პროექტის ევოლუციამდე, მოსკოვი: ლოგოსი, 20101000 ეგზ., ISBN 978-5-98704-496-4.