მოლური მოცულობა — ერთი მოლი ნივთიერების მოცულობა, სიდიდე რომელიც მიიღება მოლური მასის შეფარდებით სიმკვრივესთან. ახასიათებს მოლეკულების შეფუთვის სიმჭიდროვეს.

NA=6,022...×1023 მნიშვნელობას ეწოდება ავოგადროს რიცხვი, და იტალიელი ქიმიკოსის ამედეო ავოგადროს პატივსაცემად ეწოდა. ეს არის ყველანაირი ნივთიერების უმცირესი ნაწილაკების უნივერსალური მუდმივა.

სწორედ ამდენ მოლეკულებს შეიცავს 1 მოლი ჟანგბადი О2, ამდენივე რაოდენობის ატომია 1 მოლ რკინაში (Fe), მოლეკულები 1 მოლ წყალში H2O და.ა.შ.

ავოგადროს კანონის მიხედვით, 1 მოლ ნებისმიერ აირს ნორმალურ პირობებში აქვთ ერთი და იგივე მოცულობა Vm = 22,413 996(39) ლ/მოლი[1]. ამიტომაც ქიმიური ელემენტების მოლური მოცულობის მონაცემთა ინფორმაცია ცნობარებში მიეკუთვნება მათ კონდენსირებულ ფაზას, თუკი მინიშნებული არაა სხვა პირობა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება