ავოგადროს კანონი — იდეალური აირების ერთ-ერთი ძირითადი კანონი, რომლის თანახმად, ერთი და იმავე ტემპერატურისა და წნევის პირობებში ერთი და იმავე მოცულობის სხვადასხვა აირი მოლეკულების ერთნაირ რიცხვს შეიცავს. აღმოაჩინა 1811 წელს ამედეო ავოგადრომ. ავოგადროს კანონიდან გამომდინარეობს:

1. ნებისმიერი იდეალური აირის 1 კმოლი ერთნაირი წნევისა და ტემპერატურის პირობებში იკავებს ერთსა და იმავე მოცულობას, რომელიც 22.4136 მ3 ტოლია, თუ წნევა უდრის 101 325 ნ/მ2 (760 მმ ვწყ სვ), ტემპერატურა კი 0°C;

2. ორი იდეალური აირის და სიმკვრივე ერთი და იმავე წნევისა და ტემპერატურის პირობებში პროპორციულია ( და კუთრი მოცულობა კი შესაბამისად უკუპროპორციულია) მათი მოლეკულური და მასისა:

.

ლიტერატურა რედაქტირება